როგორ არჩევს კადრებს "ვოგის" მთავარი რედაქტორი

როგორ არჩევს კადრებს "ვოგის" მთავარი რედაქტორი

ანა ვინტური ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორია. მისი აზრი დიზაინერების კოლექციის მომავალ წარმატებას განსაზღვრავს. ამ ქალბატონთან მუშაობა ყველას სურს. მოდის ინდუსტრიასთან ზიარების მსურველთა რიგები Vogue-ის ფოიეში არ წყდება, თუმცა ყველაზე რთული, სწორედ ანასთან გასაუბრებაა, რაც დიდ სტრესს და ფინანსურ დანახარჯებს უკავშირდება.

რამდენიმე კანდიდატმა ვინტურთან ჩატარებული გასაუბრების დეტალები გაამხილა. Vogue-ს პოტენციური თანამშრომლები სხვადასხვა წელს სტუმრობდნენ.

1. გოგონა, რომელმაც ვინტურთან შეხვედრისთვის მზადებაში 5000 აშშ დოლარი დახარჯა

"ზარიდან, რომელმაც ანა ვინტურთან დანიშნული გასაუბრების შესახებ მაცნობა, მოსამზადებლად მხოლოდ ერთი საღამო მქონდა.ერთადერთი დიზაინერული სამოსი ჩემს გარდერობში J.Crew-ი იყო. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სასწრაფოდ Barneys-ში გავემართე. ეს ერთადერთი მაღაზია იყო, რომელიც 8 საათამდე მუშაობდა.

შევიძინე Proenza Shouler-ს კაბა და Prada-ს ფეხსაცმელი. ასევე Celine-ის ქამარი. სამივე მათგანი 2000 დოლარი დამიჯდა. ჩემი ბოლო შენაძენი Marc Jacobs-ის ჩანთა იყო, რომელშიც 3000 დოლარი გადავიხადე. თუმცა ეს ყველაფერი ამად ნამდვილად ღირდა..."

შედეგი: გოგონამ სამსახური დაიწყო.

2. გოგონა, რომელსაც სთხოვეს, რომ სამსახურში არ ეტირა

"გადავწყვიტე არ გამეფლანგა მთელი ქონება მოდურ ტანსაცმელზე. შეხვედრაზე გარგრისფერი კაბით წავედი, რომელსაც ოქროს ქინძისთავები ჰქონდა. მეგობარს Prada-ს ჩანთა ვეთხოვე. მეორე მეგობარს David Yurman-ის საკმაულები გამოვართვი.

ინტერვიუმდე მკითხეს, მაქვს თუ არა სამსახურში ტირილის ჩვევა. აღმოჩნდა, რომ ანა ვინტური ვერ იტანს, როდესაც ქალების საპირფარეშოდან ქვითინის ხმა გამოდის. ჩემთან საუბრისას ანა ვინტურმა ყურადღება ჩემს მისამართზე გაამახვილა : "ესეიგი ბრუკლინში ცხოვრობთ?" - როგორც ჩანს, არ მოეწონა. გარდა ამისა, მკითხა, რას საქმიანობენ ჩემი მშობლები. როცა გაიგო, რომ მასწავლებლები არიან, არც ამით აღფრთოვანდა დიდად. "

ვერდიქტი: კანდიდატურა უარყოფილია.

3. გოგონა, რომელიც გასაუბრებაზე სამჯერ მივიდა

"ჩემი პირველი გასაუბრება ანა ვინტურთან 1989 წელს შედგა. მაშინ ინტერვიუსთვის ავირჩიე Betsey Johnson-ის ქურთუკი და Donna Karan-ის შავი კოლგოტები. ფეხზე ჩლიქებიანი ფეხსაცმელი მეცვა. ალბათ, რომ დაინახა შეშფოთდა კიდეც.

როდესაც გასაუბრებაზე მეორედ მოვხვდი. უფრო ჭკვიანად ვიქცეოდი. Calvin Klein-ის უბრალო შავი კაბა ჩავიცვი. მესამე გასაუბრებისთვის კი Bergdorf-ში წავედი, რომ სამოსის სრული კომპლექტი შემეძინა."

ვერდიქტი: წინადადება სამ თანამდებობაზე ერთდროულად მიიღო.

4. გოგონა Dr. Martens

"იმ დღეს აზრადაც არ მომსვლია, რომ ანა ვინტურს შევხვდებოდი. რომ მცოდნოდა, ალბათ, მაინც არ შევცვლიდი ჩემს არჩევანს. ეს ჩემთვის უბრალოდ სამსახური იყო - რედაქტორის თანაშემწის თანამდებობა. ამიტომ გასაუბრებაზე ჩემი საყვარელი კომპლექტი მეცვა: მუქი ნაცრისფერი ქვედაბოლო Anna Sui-ს დიზაინით, შავი ჯემპერი, შავი კოლგოტი და Dr. Martens-ის ფეხსაცმელი. მაშინ 90-იანი წლები იყო. ”ბათინკები” მოდურად ითვლებოდა. "

ვერდიქტი: სამსახური დაიწყო.

5. იღბლიანი მამაკაცი

"ანა ვინტურს ორშაბათს ვხვდებოდი. ინფორმაცია ამის შესახებ ხუთშაბათს, ელექტრონულ ფოსტაზე მივიღე. რედაქციაში დავრეკე. როგორც კი დავკიდე ყურმილი, მაშინვე დავიწყე მომზადება. დავიწყე ჟურნალების და გაზეთების თვალიერება, ჩავეწერე სილამაზის სალონშიც. შეხვედრაზე უბრალოდ Tom Brown-ის ღია ნაცრისფერი კოსტუმი ჩავიცვი. ფეხზე შავი ტყავის ფეხსაცმელი მეცვა.

სანამ გადავიდოდით უშუალოდ თანამდებობის განხილვაზე, მე და ანამ დღის ამბები მიმოვიხილეთ, ვისაუბრეთ ჩოგბურთზე. ვაღიარებ, რომ ნამდვილად მეშინოდა. ის ხომ სუპერპროფესიონალია!"

ვერდიქტი: სამსახური დაიწყო.

6. გოგონა, რომელმაც 1000 დოლარიანი ფეხსაცმელი შეიძინა

"შეხვედრის შესახებ ტელეფონით, ორშაბათ საღამოს დამირეკეს. მკითხეს, მეორე დღეს ხუთ საათზე თუ შევძლებდი მისვლას. რა თქმა უნდა, დავთანხდი. ყურმილი დავკიდე და გიჟივით გავემართე გარდერობისკენ.

შემდეგ მეგობარ სტილისტს დავურეკე, რომელმაც დამაწყნარა : "ნუ განიცდი. ის პროფესიონალია და ყოველდღიურად ატარებს ასეთ გასაუბრებებს. ნუ ფიქრობ, რომ ერთადერთი ხარ. რაც არ უნდა ჩაიცვა, ეს მის თვალში უკვე გასული სეზონი იქნება", - მითხრა მეგობარმა.

დრო მქონდა, რომ Soho-ში წავსულიყავი და ფეხსაცმელი შემეძინა. Proenza Shouler-ის ფეხსაცმელი ვიყიდე, რომელშიც 1000 დოლარი გადავიხადე. გასაუბრებაზე 3.1 Philip Lim-ის აბრეშუმის შარვალი მეცვა. კოფთა მეგობარს ვთხოვე. ხელში Celine-ის ჩანთა მეკავა. ზამთარი იყო და ამიტომ Apart-ის მანტო ჩავიცვი. დანარჩენი ადვილი იყო: არავითარი მაკიაჟი, გასწორებული თმა, ჯვრისწერის ბეჭედი და არანაირი სუნამო!"

ვერდიქტი : სამსახურში აიყვანეს.

7. გოგონა, რომელიც გასაუბრებიდან პირდაპირ მივლინებაში გაუშვეს

"ეს იყო ჩემი მეათე და ბოლო გასაუბრება Vogue-ში. შეხვედრამდე მეგობარს Helmut Lang-ის ოქროსფერი კაბა ვთხოვე, რომელიც შავ კოლგოტებთან ერთად ჩავიცვი. ჩვენი ინტერვიუ ხუთ წუთს გაგრძელდა. ინტერვიუს დასრულების შემდეგ გამიშვეს დავალებაზე პოლონეთში".

ვერდიქტი : სასახურში აიყვანეს.

9. გოგონა, რომელსაც არ ჰქონდა ფული.

"კადრების სპეციალისტებმა დამირეკეს და შეხვედრა დამითქვეს. მოსამზადებლად მხოლოდ ერთი დღე მქონდა. გასაუბრება სხვებთან გავიარე. მეორე დღეს დამირეკეს და ახლა უკვე ანა ვინტურთან დამითქვეს შეხვედრა. არ ვიყავი მოდაში ჩახედული. გარდა ამისა, კოლეჯი ახალი დამთავრებული მქონდა და Vogue-ის შესაბამისი ტანსაცმლის მოდური კომპლექტის შესაძენად ფული არ მყოფნიდა. ამიტომ გადავწყვიტე ნივთები მექირავა."

ვერდიქტი : მუშაობა დაიწყო.

10. გოგონა, რომელმაც ანა ვინტურს დალოდება სთხოვა

"ანა ვინტურთან გასაუბრება კოლეჯში სწავლის ჩემს ბოლო კვირას დაემთხვა. მეგონა, რომ ეს ხუმრობა იყო, ამიტომ ვუთხარი, ხომ ვერ მოიცდიდნენ, სანამ სწავლას დავამთავრებდი. სწავლის დასრულების შემდეგ, გასაუბრებისთვის მზადება დავიწყე. შეხვედრაზე Balenciaga-ის კაბით მივედი. (ეს კაბა ბოლო კოლექციიდან იყო და წლების განმავლობაში ნაგროვები თანხა სწორედ მას შევალიე). ფეხზე Prada-ს ფეხსაცმელი მეცვა. "

ვერდიქტი: სამსახურში აიყვანეს.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები