ოთხშაბათს, 12 დეკემბერს, გამოვიდა გაზეთ "ყველა სიახლის" ახალი ნომერი (N50, 12 -18 დეკემბერი, 2012 წ.), რომელშიც წაიკითხავთ:
"პენსიების მომატება აპრილიდან დაიწყება"
დავით სერგიენკო: "თებერვლის ბოლოს საქართველოს ყველა მოქალაქე მინიმალური სადაზღვევო პაკეტით ისარგებლებს"
"მთელი 2013 წლის განმავლობაში დევნილთა დახმარება თანდათან გაიზრდება"
ვალერი ჩხეიძე: "თუ სააკაშვილს ამ ფოტომ რამე გაახსენა, მისი პრობლემაა!"
"მოვიპოვე ინფორმაცია, რომ ესენი პრემიერ-მინისტრს უსმენდნენ, ამის შესახებაც გავაფრთხილე ზურაბ ჟვანია, ერთ-ერთი შეხვედრისას ფურცელზე დავუწერე: "გისმენენ", რაზეც პასუხად, კითხვის ნიშანი დამიწერა, ანუ მკითხა, ვინო? რომ მივანიშნე, მიხვდა"
13-პროცენტიანი "ნაციონალობა" და კოორდინაციადარღვეული "ოცნება"
ნათია დოლიძის კვირის ჩაროზ(გ)ი: გალიაში ბულბულები ზიან
ჯადოქარი ყოფილხართ, ბატონო ბიძინა, ჯადოქარი!
ირაკლი ალასანია: "ადრე თუ გვიან, რუსეთს მაინც მოუწევს გასვლა საქართველოს ტერიტორიიდან"
"საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ამ სამეზობლოში, რომელმაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში სამჯერ იომა რუსეთთან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პოლიტიკა რუსეთთან გადახედვას საჭიროებს"
ელდარ შენგელაია: "2013 წელს ახალ ფილმს გადავიღებ"
2008 წლის აგვისტოს ომი, რომელშიც დავმარცხდით, ჩვენი დიდი შეცდომის შედეგიც იყო.
ვინ აკონტროლებს საქართველოში თითქმის ყველა ბიზნესს
"შარანგიები და მისი კომპანიონები ფლობენ საკონტროლო პაკეტს "საქართველოს რკინიგზაში", "ლიბერთი ბანკში", "საქართველოს ბანკში", "თბილწყალში", "კავკასუს ონლაინში", "ბილაინში", "სოკარში". დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ახლახან ამ ადამიანების ჩარევით აშენდა სავაჭრო ცენტრი, მათი შექმნილია ბრენდი _ "სახალხო აფთიაქი". "თბილისი ცენტრალის" 80% იყო მათი გავლენის ქვეშ და ოფშორებიდან კონტროლდებოდა. შარანგიებს ეკუთვნით "ჯიემსი ჰოლდინგი". რიყის რეაბილიტაციას სწორედ შარანგიები და მაქაცარია ჩაუდგნენ სათავეში. მათივე კუთვნილებაა "საქართველოს ლატარიის კომპანია".
ვინ არის სინამდვილეში სკანდალური ხათუნა ხუნდაძე
"ქართული კულტურისთვის საიფათო ნამდვილად არ ვარ"
რუსუდან შარაძე: "ჩემი მიზანია, სააკაშვილს ოფიციალურად ეწოდოს გურამ შარაძის მკვლელი"
"ბარათელის დაკითხვა, გამართლება და გათავისუფლება, რა თქმა უნდა, ხელს არ აძლევს რეალურ მკვლელს. გურამ შარაძის მკვლელობის შემკვეთი მიხეილ სააკაშვილია, ხოლო ვანო მერაბიშვილმა, დათა ახალაიამ და სხვებმა მკვლელობა სისრულეში მოიყვანეს კილერის მეშვეობით"…
გელა ნიკოლაიშვილი: "მერაბიშვილის დაკითხვისას გამოჩნდა, საზოგადოებას ფეხებზე ვინ ჰკიდია"
"მათ დემოკრატიული ქვეყნების მთავრობებმა მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი და რა სინდისით ამბობენ ეს მართლა პაპუასები, რომ საქართველოში პოლიტპატიმრების აღიარება პაპუასობა და კრიმინალის წახალისებაა? ესენი არათუ ახალისებდნენ კრიმინალს, კრიმინალური მმართველობა ჰქონდათ".
დავით ლორთქიფანიძე: "მოვითხოვ, დაიკითხოს დეპუტატი პაატა ლეჟავა"
"პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა უკვე გვაქვს, მაგრამ მოგეხსენებათ, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია პარლამენტის შენობა თბილისში. ის, ფაქტობრივად, ვანდალურად დაანგრიეს. ეს საქმე აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული"
რას ედავებიან კახეთის ყოფილ გუბერნატორს
"ღვინიაშვილმა მითხრა: ვიცი, ეს ქონება შენია, მაგრამ "ხოში" მაქვს და არ დაგითმობო!"
ვინ გასცემდა ყალბ პასპორტებს
გიორგი კეკელიძე: "ბევრი მნიშვნელოვანი წიგნი გვაქვს, მათ შორის, 1629 წელს იტალიაში, რომში დაბეჭდილი ქართულ-იტალიური ლექსიკონი, სადაც პირველადაა გამოყენებული ქართული შრიფტი. მაგრამ უმნიშვნელოვანესად მაინც 1712 წელს გამოცემული ვახტანგისეული "ვეფხისტყაოსანი" მიმაჩნია. საცავში მოცულობით ყველაზე დიდია 18-კილოგრამიანი ფრანგული წიგნი"
რატომ შეჩერდა ახალციხეში ერთადერთი ქართულენოვანი გაზეთის გამოცემა
ერეკლე კოდუამ საქართველო დატოვა?
სოსო პავლიაშვილი: "ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლება ბოლომდე არ წავა, საქართველოში არ ჩამოვალ"
"უწმინდესს დავუჯეროთ და არა პოლიტიკოსებს. ვიდრე ქართველი ქართველს არ შეიყვარებს, არაფერი გვეშველება"
შალვა რამიშვილი ახალ ტელევიზიაში?
ოზურგეთელების სიურპრიზი ნაციონალურ მოძრაობას
რა განძს ინახავს ეროვნული ბიბლიოთეკა
მსოფლიოს სხვადასხვა ბიბლიოთეკებში დაცული წიგნები
ქეთი მატაბელი: "დღევანდელ, "კომპიუტერის თაობას" გურამ დოჩანაშვილის "კარცერ-ლუქსი" არ აწყენდა"
ასტროლოგი რამაზ გიგაური: ნოდარ ხადურის ასტროლოგიური პორტრეტი
რუსმა ასტროლოგმა პუტინის ავადმყოფობა იწინასწარმეტყველა
პუტინი საპრეზიდენტო ვადას ვერ დაასრულებს?
ავტომობილები, რომლებითაც მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები გადაადგილდებიან
რომელი მარკის ავტომობილი ემსახურება მიხეილ სააკაშვილს
რას ურჩევს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მოდელი ქალებს