თინა კანდელაკს პასპორტში მამის სახელი არ ჩაუწერეს

თინა კანდელაკს პასპორტში მამის სახელი არ ჩაუწერეს

რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელეწამყვანი, თინა კანდელაკი, სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავს ყველა საჭირბოროტო საკითხს. ერთ-ერთი ბოლო თემა თინასთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებაა - ტელეწამყვანს პასპორტში მამის სახელი არ ჩაუწერეს.

"მოქალაქეობის თხოვნასთან დაკავშირებით კარგი ამბავი მაქვს. ძლივს მივიღე. პასპორტში მამის სახელიც კი არ ჩამიწერეს", - დაწერა კანდელაკმა მიკრობლოგ "ტვიტერზე".

ჟურნალიტმა პასპორტის ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც ასე დაასათაურა: "პასპორტის შესახებ არ ვხუმრობ. აი, დასტური". ფოტოზე კარგად ჩანს, რომ კანდელაკს საბუთში მამის სახელი არ ჩაუწერეს. პირადობის მოწმობაში მხოლოდ თინას სახელი და გვარი წერია.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები