ზუგდიდში "ახალი ნათების" მე-14 მაღაზია გაიხსნა

ზუგდიდში "ახალი ნათების" მე-14 მაღაზია გაიხსნა

ზუგდიდში (გამსახურდიას N19) "ახალი ნათების" მე-14 მაღაზია გაიხსნა. რეგიონალური მასშტაბით ეს არის კომპანიის მეექვსე მაღაზია. ზუგდიდის მაღაზია არ არის "ახალი ნათების" ქსელური მაღაზია, ის არის კომპანიისათვის უკვე რიგით მეორე ფრანჩაიზ მაღაზია.

"ახალი ნათების" ზუგდიდის მაღაზია 100 კვ.მ ფართობს მოიცავს, სადაც წარმოდგენილია "ახალი ნათების" ქსელში არსებული ყველა სახის პროდუქცია, როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის, ლანდშაფტის, ურბანული და ინდუსტრიული განათებები. გარდა ამისა, მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება 2012 წლის ჭაღების კოლექცია, რომელიც სპეციალურად საახალწლო სეზონისათვის შეუკვეთეს.

ახალ მაღაზიაში დასაქმდნენ მხოლოდ ადგილობრივი კადრები. პრეზენტაცია ტრადიციულად ტორტის დაჭრით და "ახალი ნათების" პროდუქციის გათამაშებით გაიმართა.

კომპანია "ახალი ნათება" 1999 წლიდან ქართულ ბაზარზე არსებობს. პირველი მაღაზია სალონი ამავე წელს გაიხსნა დიდუბის ქუჩის N6-ში. კომპანიამ საკმაოდ მალე მიაღწია წარმატებას განათებისა და არქიტექტურის სფეროში და გახდა ამ დროისთვის ერთ-ერთი პრესტიჟული ბრენდი არა მარტო თბილისში, არამედ მთელს საქართველოში.

"ახალ ნათებაში" წარმოდგენილია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი განათების გიგანტების პროდუქცია, მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდების როგორებიცაა: Philips, Artemide, Osram, Kolarz, Opple.

ჩვენი პროდუქცია იწარმოება: გერმანიში, ბელგიაში, პოლონეთში, თურქეთში, ავსტრიაში, საბერძნეთში, საფრანგეთში, იტალიაში და ჩინეთში.

წარმოდგენილი 6000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია მოიცავს როგორც ნათურებს (საყოფაცხოვრებო და სპეც ნათურები), ასევე სანათ საშუალებებს. სანათები როგორც ინტერიერისათვის, ასევე ექსტერიერისათვის და ლანდშაფტებისათვის.

"ახალი ნათება" უკვე 100-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის და გააჩნია 14 მაღაზია სალონი, მათგან 8 თბილისში, ხოლო 6 რეგიონებში: გორი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი და მარნეული. ორი ფრანჩაიზი მაღაზია და უკვე 1 ბრენდ მაღაზია.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა