"საქართველოს ბანკი", რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია, განაგრძობს სამუშაო ადგილების შექმნის, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობების ხელშეწყობას. ამ პროცესის გამარტივებისთვის, "საქართველოს ბანკმა" საქართველოში ყველაზე სრულყოფილი კარიერული ვებგვერდი jobs.bog.ge შექმნა, რომელიც დღეიდანაა ხელმისაწვდომი.
jobs.bog.ge საშუალებას აძლევს კარიერული განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მყოფ, ბანკში მუშაობის მსურველს - სტაჟიორს, დამწყებს თუ გამოცდილ პროფესიონალს, დეტალურად გაეცნოს ბანკის კორპორატიული კულტურის, საკვალიფიკაციო პროცესისა და შერჩევის, ანაზღაურების პაკეტის, კარიერული წინსვლის შესაძლებლობების, შეთავაზებული ტრენინგებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ ინფორმაციას. jobs.bog.ge -ს მეშვეობით, შესაძლებელია ბანკის მიერ გამოცხადებული ვაკანსიების ნახვა, ვაკანსიის სააპლიკაციო ფორმის შევსება და გაგზავნა, ასევე CV-ს გაგზავნა, ვაკანსიის არსებობისგან დამოუკიდებლად.
jobs.bog.ge-ზე მომხმარებელს დახვდება რჩევებიც, რომელიც დაეხმარება საკვალიფიკაციო და შესარჩევი პროცესისთვის მომზადებაში. ვებ-გვერდის მეშვეობით, სტუდენტები შეძლებენ სტუდენტური პროგრამისა და სტაჟირების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვებას. jobs.bog.ge-ზე ასევე გამოქვეყნდება ინფორმაცია "საქართველოს ბანკის" საზაფხულო სამუშაოების შესახებ.
"საქართველოს ბანკის" ჯგუფში ამჟამად 11 000 -ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. "საქართველოს ბანკი", რომელიც იცავს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტებს, უზრუნველყოფს თანამშრომლებს კონკურენტული ანაზღაურებით, ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო ბენეფიტების პაკეტით, საბონუსე სისტემით და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგებით.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9