შარლოტა ბრონტეს წერილები აუქციონზე 296 000 დოლარად გაიყიდა

შარლოტა ბრონტეს წერილები აუქციონზე 296 000 დოლარად გაიყიდა

პოპულარული რომანის, "ჯეინ ეარის" ავტორის, შარლოტა ბრონტეს ხელნაწერი წერილები აუქციონზე 296 000 აშშ დოლარად გაიყიდა. აუქციონი ლონდონში 12 დეკემბერს გაიმართა.

ცნობილი მწერლის 6 წერილი ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს. ისინი 1832-1954 წლებით თარიღდება. წერილები შარლოტას დების ყოფილ სახლში დაიდებს ბინას. სახლი, რომელიც ინგლისის ჩრდილოეთით მდებარეობს, ახლა ბრონტეს ლიტერატურული ოჯახის სახლ-მუზეუმად ითვლება.

"ეს ბრონტეს წერილებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა მუზეუმის კოლექციების მენეჯერმა, ენ დინსდეილმა.

ეს ცნობილი მწერლის პირველი ხელნაწერი არაა, რომელიც აუქციონზე იყიდება. გასულ წელს ბრონტეს გამოუქვეყნებელი ხელნაწერი აუქცონზე 1 მლნ დოლარად გაიყიდა. 

მომზადებულია contactmusic.com-ის მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს