ესპანური "ბლანკო'' საქართველოში ფართოვდება. ბრენდის ქართული წარმომადგენლობის კომპანია "რითეილ გრუპ ჯორჯიას" ინფორმაციით, "ბლანკოს'' რიგით მე-2 ფილიალი აღმაშენებლის გამზირზე უკვე გაიხსნა, თუმცა პრეზენტაცია შაბათს გაიმართება და პირველ მომხმარებელს ამავე დღეს მიიღებს.
"ბლანკო" ახალგაზრდული ბრენდია, რომელიც საშუალო სეგმენტზე მუშაობს. ამჯერად მხოლოდ ქალის ხაზი წარმოვადგინეთ", - აცხადებენ "რითეილ გრუპ ჯორჯიაში".
"ბლანკოს" კოლექციები ამ დრომდე მხოლოდ სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლში" იყიდებოდა.
"რითეილ გრუპ ჯორჯია" ისეთი მსოფლიო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია, როგორებიცაა: "ზარა", "მასიმო დუტი", "ბერშკა", "სუპერდრაი", "კორტეფიელი", "ტოპ შოპი" და სხვა. სულ "თბილისი მოლში'' კომპანიამ 33- ბრენდი წარადგინა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9