არსებული ინფორმაციით, "საზმაუწყებლის" გენდირექტორის მოვალეობას გიორგი ბარათაშვილი შეასრულებს

არსებული ინფორმაციით, "საზმაუწყებლის" გენდირექტორის მოვალეობას გიორგი ბარათაშვილი შეასრულებს

არსებული ინფორმაციით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის მოვალეობას გიორგი ბარათაშვილი შეასრულებს. "ინტერპრესნიუსი" გიორგი ბარათაშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც ამ დროისთვის კომენტარისგან თავი შეიკავა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ თანამდებობა დატოვა, თუმცა ამ დრომდე ოფიციალური განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით არ გაკეთებულა. სავარაუდოდ, განცხადება დღეს გაკეთდება.

გიორგი ბარათაშვილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ტექნიკური დირექტორია.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები