”მე ვარ გოლიათი და მე ვარ მკვდარი. ე. ი. მკვდარი გოლიათი ვარ” - გიგი სულაკაური გარდაიცვალა

”მე ვარ გოლიათი და მე ვარ მკვდარი. ე. ი. მკვდარი გოლიათი ვარ” - გიგი სულაკაური გარდაიცვალა

ხშირად წერდა სიკვდილზე, იდუმალ სამყაროზე. მისი ლექსები გვიყვებოდნენ სიყვარულზე, ბედნიერებაზე, დარდსა და და ტკივილზე...”ძნელი ყოფილა კარს მიღმა ყოფნა, ჩრდილიღა დავრჩი და ამასაც აქა ვტოვებ, ამ უცნაურ, ბებერ ქალაქში”... გუშინ 13 დეკემბერს, ღამით გიგი სულაკაური გარდაიცვალა, გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა.

პოეტის გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებას კოლეგები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ. მეგობრებს უჭირთ მასზე წარსულში საუბარი..

მიხო მოსულიშვილი : ”მარიამ წიკლაურმა რომ მომწერა, დღეს გიგი სულაკაური გარდაიცვალაო, ჯერ ვერ დავიჯერე და ზალიკო სულაკაურს დავურეკე მაშინვე და, - ჰოო, - იმანაც...

არადა, ჯერ დედამისის ორმოციც არ გასულა და...

აღარც გიგია....

ბოლო დროს ირაკლი ჯავახაძესთან, ლიტგაზეთში რომ ლექსები დაბეჭდა, რამდენიმეში სიკვდილს ელაპარაკებოდა... ადრეც კი იცოდა გიგიმ ეგეთები, მაგრამ იმ თურმე ბოლო ლექსებში უფრო მეტი იყო სიკვდილზე და გულმა რეჩხი მიყო მაშინვე...

მამამისისგან აბსოლუტურად განსხვავებული და უნიჭიერესი იყო გიგილო, რაც ბევრმა ვერ შეძლო და დიდი მამების ჩრდილში დარჩა... და აფსუს, წარსულ დროში რო ვამბობ ამას...

ქეთი ბურდული: ”არ ვიცი ძმაო, ერთს გეტყვი მხოლოდ

მთაში საოცრდ მალე ღამდება...”

ნინო ქაჯაია: მიხო, ეს ფოტო ლერმონტოვზეა გადაღებული, ცისფერი სახლის აივანზე, ვახუშტიმ რომ ლიტაივანი დაარქვა. "ქომაგს" ვაკეთებდით ერთად – და რა ბედნიერები ვიყავით... ახლა რაც არ უნდა თქვა, ბანალური გეჩვენება... ჩვენი გიგილო... :(((((

გიგი სულაკაურს გამოქვეყნებული ჰქონდა ლექსების კრებულები: „საგნები თოვლში“, „ზოდიაქოს ბორბალი“, „კედელი“, „ხეები, ბიჭი და სხვ.“, „ქუჩის ბიჭების გასაგონად“. 2011 წლის ივნისში გამოიცა ”ხეტიალი”, ასევე მოთხრობების კრებულები: „მე და ჩემი ლიზა“, თამაში რევოლვერით“. მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს