BBC ჰომოსექსუალების დადებით იმიჯზე იზრუნებს

BBC ჰომოსექსუალების დადებით იმიჯზე იზრუნებს

ბრიტანული ტელეარხი BBC საბავშვო გადაცემებში არადტრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებზე დადებით სიუჟეტებს უფრო ხშირად მოამზადებს. ამ ნაბიჯით ტელეარხი ცდილობს, პატარა ბრიტანელებმა ჰომოსექსუალების შესახებ მეტი შეიტყონ.

სპეციალისტები, რომლებმაც ВВС-ის დაკვეთით დიდ ბრიტანეთში 3000 მაყურებელი გამოკითხეს, მიიჩნევენ, რომ ეთერში ასეთი ცვლილება აუცილებელია, რადგან ეს ბავშვებს, რომელთაც ბავშვობიდან ერთსქესიანი ურთიერთობებისკენ მიდრეკილება აქვთ, საშუალებას მისცემს, საზოგადოებაში თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნონ.

გარდა ამისა, ექსპერტები ამბობენ, რომ ამ მხრივ, ВВС-ის ყველაზე დიდ პრობლემად ახალი ამბები, კომედიური გადაცემები და სერიალები რჩება. სპეციალისტების აზრით, ახალ ამბებში ბევრი მასალაა, რომლებიც გეებს ნეგატიურად წარმოაჩენენ. გარდა ამისა, წამყვანებს შორის ჰომოსექსუალებიც უნდა იყვნენ. საპნის ოპერებში კი დადებით გმირებად ჰომოსექსუალი პერსონაჟების ხშირად ჩვენების რეკომენდაციას იძლევიან.

სპეციალისტების აზრით, კომედიურ გადაცემებში გეებზე ხუმრობა უნდა აიკრძალოს, თუ ხუმრობას თავად ჰომოსექსუალი არ ყვება.

"საზოგადოების ყველა წევრის მომსახურება BBC-ის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია. მოხარული ვარ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ პარამეტრის შესრულების პატივი მერგო. ვფიქრობ, ეს კვლევა მიმართულებას გვიჩვენებს, რომელსაც მომავალში ტელეკომპანია უნდა გაყვეს",- აცხადებს BBC Working Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ტომ დევი.

მომზადებულია newsme.com.ua-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები