ჟურნალისტმა საკუთარი სტატია არაჟანთან ერთად შეჭამა

ჟურნალისტმა საკუთარი სტატია არაჟანთან ერთად შეჭამა

რუსმა ჟურნალისტმა ვიაჩესლავ ლედოვსკიმ გაზეთში გამოქვეყნებული საკუთარი სტატია შეჭამა. ამ მოვლენის აღმბეჭდავი ვიდეორგოლი YouTube-ზეა განთავსებული.

სტატია "დაპირებულს ოთხი წელი ველოდოთ?" 2010 წლის ნოემბერში გაზეთ Строитель-ში დაიბეჭდა. პუბლიკაციაში ჟურნალისტმა პირობა დადო, რომ თუ ოთხი წლის განმავლობაში მდინარე ენისეიზე მეოთხე ხიდის მშენებლობა დაიწყებოდა, საკუთარ სტატიას შეჭამდა. სექტემბერში ხიდის მშენებლობა დაიწყო და ლედოვსკის საკუთარი დანაპირების შესრულება მოუწია.

"პირობა დავდე, რომ თუ ხიდის მშენებლობა დაიწყებოდა, ბოდიშს მოვიხდიდი და საკუთარ სტატიას შევჭამდი და ეს გავაკეთე კიდეც",-ამბობს ჟურნალისტი.

ავტორმა საკუთარი მასალა პატარა ნაჭრებად დაჭრა და არაჟანთან ერთად მიირთვა.

”ახლა მინდა პოლიტიკოსებს მივმართო. ჩვენს ქვეყანას, შვილებსა და შვილიშვილებს მომავალი არ აქვთ, თუ დანაპირებს არ შეასრულებთ”.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები