"ვისოლი" გაზგასამართი სადგურების ქსელის განვითარებას განაგრძობს

"ვისოლი" გაზგასამართი სადგურების ქსელის განვითარებას განაგრძობს

კომპანია "ვისოლი" გაზგასამართი სადგურების ქსელის განვითარებას განაგრძობს. აღმაშენებლის ხეივანზე, მარშალ გელოვანის გამზირზ, ასევე ახმეტელის ქუჩისა და პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი გაზგასამართი სადგურები გაიხსნა.

ახალი ავტოგასამართი სადგურების მშენებლობისათვის "ვისოლმა" მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

"მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდის ტენდენციამ მოთხოვნა ალტერნატიულ, ეკონომიურ საწვავზე მნიშვნელოვნად გაზარდა. შესაბამისად, ვისოლ ჯგუფმა, როგორც საზოგადოებაზე მზრუნველმა კომპანიამ, გადაწყვიტა მნიშვნელოვნად გააფართოვოს გაზგასამართი სადგურების ქსელი. ავტოგაზი ალტერნატიული, ეკონომიური საწვავია, რომელიც არა მხოლოდ მომხმარებლის ჯიბეს, არამედ გარემოსაც უფრთხილდება", - აცხადებენ "ვისოლში".

"ვისოლი" მომხმარებელის ავტომობილის გაზის გამართვას მსოფლიოში წამყვან კომპანია Aspro-ს გაზის მიწოდების სისტემით ახდენს, რომელიც პროდუქტის 100% სიზუსტით მიწოდებისა და უსაფრთხოების გარანტიაა.

ახლადგახსნილ ავტოგასამართ სადგურებზე 30-მდე ადამიანი დასაქმდა. ახალი სადგურების ოპერატორებმა დასაქმებამდე შესაბამისი ტრენინგი გაიარეს. "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურზე დასაქმებული ყველა თანამშრომელი დაზღვეულია და უფასო კვებით სარგებლობს.

"ვისოლს" ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი საქართველოში აქვს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა