"თიბისი ბანკი" სამომხმარებლო სესხების გაცემას ყველაზე დაბალ პროცენტად იწყებს. როგორც ბანკში ამბობენ თუ თქვენ "თიბისი ბანკში" მიმდინარე სასესხო დავალიანებები არ გაქვთ, შეგიძლიათ სამომხმარებლო სესხით 13.5 % პროცენტად ისარგებლოთ. აქცია 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.
სამომხმარებლო სესხებზე აქცია დაიწყო ბანკმა "რესუბლიკამ" და "ვითიბი ბანკ ჯორჯიამ". "ვითიბი ბანკის" 15%-იანი სესხების აქცია უკვე დასრულებულია, ხოლო "ბანკი რესპუბლიკა" სამომხმარებლო სესხს 13,95%-ად ამ დრომდე გასცემს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9