შიდა ქართლის პოლიციის სამმართველოსთან აფეთქება მოხდა

შიდა ქართლის პოლიციის სამმართველოსთან აფეთქება მოხდა

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოს შენობასთან ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, დაზიანებულია შენობის შუშის ფასადი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა , საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის აღძრული. მისივე თქმით, მიმდინარეობს ექსპერტიზა იმის დასადგენად, თუ რა სახის ნივთიერება აფეთქდა პოლიციის შენობასთან.

შემთხვევა დღეს, გამთენიისას, დაახლოებით 04:30 საათზე მოხდა. გიორგობიანის ინფორმაციით, აფეთქება ძლიერი არ იყო და მის შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, უმნიშვნელოვნოდ დაზიანდა შენობის მინები.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია