ახალი წლის დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში თოვლია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან სვეტლანა ნიორაძემ აცნობა, დღეს დასავლეთ საქართველოში ცივი ჰაერის მასები შემოიჭრება , იქნება წვიმა, მთაში _ თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლჭყაპი.
31 დეკემბერს და 1-ელ იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, ძირითადად თბილისსა და კახეთში, მოთოვს.
ამასთან, 5 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ყინვები. თბილისში ღამით -2-3 გრადუსი ყინვა, შიდა ქართლში -8 გრადუსი; კახეთში -4-5 გრადუსი. დასავლეთ საქართველოში კი, შედარებით თბილი ამინდები იქნება.