პრინცესა დიანას სკანდალური ფოტო, რომელიც არ უნდა დაბეჭდილიყო

პრინცესა დიანას სკანდალური ფოტო, რომელიც არ უნდა დაბეჭდილიყო

აშშ-ში, ინტერნეტ-აუქციონ RR Auction-ზე, პრინცესა დიანას უცნობი და სკანდალური ფოტო გაიყიდება.

შავ-თეთრ ფოტოზე, რომელიც 1980-იან წლებშია გადაღებული, თინეიჯერი პრინცესა დიანა უცხო მამაკაცს კალთაში უზის. მამაკაცი, რომლის იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, წიგნს კითხულობს.

უცნობი ფოტოგრაფის კადრში ასევე მოხვდა Johnnie Walker-ის ვისკის ბოთლიც. ფოტო 1981 წლის 26 თებერვლით თარიღდება. საინტერესო ისაა, რომ ბუკინგემის სასახლემ დიანა სპენსერისა და პრინცი ჩარლზის ნიშნობა ამ ფოტოს გადაღებიდან 2 დღეში გამოაცხადა.

ფოტოს გარშემო წარწერა "არ გამოქვეყნდეს" აქვს დატანილი. შენიშნვნა ისეთივე ფანქრითაა გაკეთებული, როგორ ფანქრებსაც იმ დროს ძირითადად ჟურნალისტები იყენებდნენ.

აუქციონის ორგანიზატორთა თქმით, ფოტო აუქციონზე დაახლოებით 1000 დოლარად გაიყიდებოდა, რომ არა ხსენებული წარწერა, რომელიც მის ფასს რამდენჯერმე ზრდის.

მომზადებულია news.com.au-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

"მამამ თქვა, არ მინდა ჩემი შვილი კეკელკა გაიზარდოსო და რუსულენოვან სკოლაში შემიყვანა" - თინა კანდელაკი

რომელ უნივერსიტეტებში ჩააბარეს და რა პროფესიები აირჩიეს ცნობილი ქართველების შვილებმა

ედუარდ შევარდნაძისა და რეი ჩარლზის ოფიციალური შეხვედრის აქამდე უცნობი კადრები  - როგორ ეხუმრა ექსპრეზიდენტი ლეგენდარულ მომღერალს