საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანია "სმაილი" 2013 წელს ქსელის გაფართოვებას კვლავ გააგრძელებს. უახლოეს მომავალში კომპანიის ფილიალი რუსთავში ამოქმედდება, რომელიც რეგიონების მასშტაბით მე-5 მაღაზია იქნება.
ახალი ფილიალი სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლშიც" გაიხსნება. ის სხვა მაღაზიებთან შედარებით უფრო მასშტაბური იქნება.
კომპანია საახალწლო გაყიდვებს დადებითად აფასებს. მენეჯმენტის ინფორმაციით, წინასაახალწლოდ რეალიზაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც მათი შეფასებით, საახალწლო აქციებმა განაპირობა.
ამ დროისთვის ქსელში მხოლოდ ერთი აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში "სამსუნგის" სამი სახეობის ტექნიკა: მაცივარი, ტელევიზორი და სარეცხი მანქანა სპეციალურ ფასად იყიდება: ფასები 450 ლარიდან იწყება.
"სმაილი" უკვე 4 მსოფლიო ბრენდის: "სამსუნგის", "ინდეზიტის", "არისტონისა" და "პანასონიკის" ოფიციალური დილერია საქართველოში, რაც კომპანიას საშულებას აძლევს აღნიშნული ბრენდების ტექნიკა ყველაზე დაბალ ფასად გაყიდოს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9