რუსეთის მოქალაქეობა ბრიჯიტ ბარდოსაც სურს

რუსეთის მოქალაქეობა ბრიჯიტ ბარდოსაც სურს

ბრიჯიტ ბარდო რუსეთში გადასვლით იმუქრება. ცნობილი მსახიობი და ცხოველთა დამცველი აცხადებს, რომ თუ საფრანგეთის ხელისუფლება ორი სპილოს სიცოცხლეს არ იხსნის, ის მზადაა "გაიქცეს ქვეყნიდან, რომელიც ცხოველთა სასაფლაოდ იქცა" და მოქალაქეობის თხოვნით რუსეთს მიმართოს. ამის შესახებ ბრიჯიტ ბარდო 4 იანვარს გამოქვეყნებულ ღია წერილში საუბრობს.

წერილში საუბარია ორ სპილოზე, რომლებიც ტუბერკულოზით არიან დაავადებულნი. 2012 წლის დეკემბრის ბოლოს სპილოების დაძინება გადაწყდა, რათა მათ დაავადება არ გაევრცელებინათ. როგორც გაზეთი Le Monde-ი უწყება, ადრე ბარდომ უკვე მიმართა საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს სპილოების გადარჩენის თხოვნით, თუმცა მის თხოვნას არავინ გამოეხმაურა.

2011 წელს ბრიჯიტ ბარდომ ვლადიმერ პუტინსაც მისწერა და მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მან რუსეთში სელაპების ნაშიერებზე ნადირობა აკრძალა. მაშინ ბრიჯიტ ბარდომ ვლადიმერ პუტინს "ჩემი გულის პრეზიდენტიც" უწოდა.

3 იანვარს რუსეთის მოქალაქეობა ფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ მიიღო. მსახიობმა საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი ქვეყნის ახალი მთავრობის ფინანსური პოლიტიკის გამო თქვა. ბრიჯიტ ბარდომ მისი გადაწყვეტილება მოიწონა და მიბაძვას აპირებს. 

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.