"კვირის რეპორტაჟი" "მე-9 არხზე"?

"კვირის რეპორტაჟი" "მე-9 არხზე"?

საშობაო არდადეგების შემდეგ ნანა ლეჟავას "კვირის რეპორტაჟი", შესაძლოა, "მაესტროზე" აღარ დაბრუნდეს. გავრცელებული ინფორმაციით, გადაცემა "მეცხრე არხზე" გადაინაცვლებს. გადაცემა სტუდია "ჯი-ენ-ესის" ბაზაზე მზადდებოდა და ის კვირა საღამოს გადიოდა "მაესტროს" ეთერში. ინფორმაცია ტელეწამყვან ნანა ლეჟავასთან გადავამოწმეთ:

- ქალბატონო ნანა, ამბობენ, რომ გადაცემა "კვირის რეპორტაჟი" ამიერიდან "მეცხრე არხზე" გავა, მართალია?

­- ამ ეტაპზე ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით. ისე კი, ნამდვილად მიმდინარეობს მოლაპარაკებები "მეცხრე არხთან" და სა­შ­ობაო არდადეგების დასრულებამდე ყველაფერი გაირკვევა.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები