"ზედაზენმა" პროდუქციის თუნუქის ქილებით გამოშვება დაიწყო

"ზედაზენმა" პროდუქციის თუნუქის ქილებით გამოშვება დაიწყო

ლუდსახარშმა "ზედაზენმა" საკუთარი პროდუქციის თუნუქის ქილებით გამოშვება დაიწყო.

მენეჯმენტის ინფორმაციით, მომხმარებელს თუნუქის შეფუთვით - როგორც ლუდის, ისე ლიმონათის შეძენაც შეეძლება.

კერძოდ, "ზედაზენმა" ლუდი 0,5 ლიტრიან თუნუქის შეფუთვაში გამოუშვა. ასევე უკვე გაყიდვაშია თუნუქის შეფუთვის, 0,33 ლიტრიანი მსხლის ლიმონათიც.

"ზედაზენის" პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა. ჩვენი სავაჭრო პარტნიორების მხრიდან კი წამოვიდა თხოვნა ასეთ შეფუთვაზეც, ვფიქრობთ, სიახლე მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის", - აცხადებს ლუდსახარშ "ზედაზენის" პიარ-მენეჯერი ხათუნა მიქაცაძე.

მიქაცაძის თქმით, ახალი შეფუთვა მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული და მოსახერხებელია, ასევე ხელს უწყობს მომხმარებლის სეგმენტისა და პროდუქციის რეალიზების ზრდას.

ლუდსახარში "ზედაზენი" პროდუქციის ექსპორტს 12 ქვეყანაში ახორციელებს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა