BBC-მ თანამშრომლებს ოფისში ბანანის ჭამა აუკრძალა

BBC-მ თანამშრომლებს ოფისში ბანანის ჭამა აუკრძალა

ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია BBC-მ თანამშრომლებს ახალი აკრძალვა დაუწესა. კომპანიის ახალ შენობაში მათ სამუშაო ადგილზე ბანანის ჭამა ეკრძალებათ.

მთელს ოფისში ადმინისტრაციამ პლაკატები გამოაკრა, რომელიც ყველა თანამშრომელს ამ ხილის სამუშაო ადგილზე მიტანას უკრძალავს. პოსტერებზე ბანანი წითელი ხაზითაა გადახაზული.

ასეთი გადაწყვეტილება კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელის გამო მიიღეს, რომელმაც ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ ბანანთან ნებისმიერი კონტაქტი, საშინელი ალერგიის გამო მისთვის შეიძლება მომაკვდინებელი აღმოჩნდეს. ინფორმაცია დაადასტურეს BBC-ს პრესსამსახურში.

ეს გადაწყვეტილება მალევე გახდა ხუმრობის მიზეზი. ჟურნლისტებმა BBC-ის აბრევიატურა ასე განმარტეს - Banned Banana Corporation (აკრძალული ბანანების კორპორაცია).

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები