"სადილი ყველას" - "ბეკო" საქველმოქმედო ღონისძიებას მართავს

"სადილი ყველას" - "ბეკო" საქველმოქმედო ღონისძიებას მართავს

ასოციაცია "კათარზისი" "ბეკო"-ს ოფიციალური წარმომადგენლობის შპს "ტექნოჰაუს"-ის სპონსორობით 14 იანვარს ატარებს საქველმოქმედო ღონისძიებას "სადილი ყველას".

ამ ღონისძიებაზე მოწვეულია ყველა შეჭირვებული მოქალაქე, პირველყოვლისა დევნილები სამაჩაბლოდან, სტუდენტები, დროებით შეჭირვებული ოჯახები და ე. წ. "ქუჩის ბავშვები". ბოლო წლების განმვლობაში უფასო სადილების მსურველთა რიცხვი სტაბილურია და დაახლოებით 2000 ადამიანს შეადგენს.

"ბეკო" მეექვსედ ატარებს აღნიშნულ საქველმოქმედო ღონისძიებას ტრადიციულად ყოველი წლის 14 იანვარს.

ამჟამად ღონისძიება, რომელიც დაგეგმილია 2013 წლის 14 იანვარს, 11-დან 17 საათამდე, იმართება ტრადიციულად აღმაშენებლის 121-ში ასოციაცია "კათარზისში".

საკონტაქტო პირი

მარკეტინგის მენეჯერი : ირინა გრძელიძე

ტელ: 595 95 95 44

R

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო