"ივ როშე" ფასდაკლებებს განაგრძობს

"ივ როშე" ფასდაკლებებს განაგრძობს

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი "ივ როშე" ფასდაკლებებს განაგრძობს. როგორც კომპანიიდან გვაცნობეს, კოსმეტიკურ და პარფიუმერულ ნაწარმზე 25%-იანი საახალწლო ფასდაკლება გამოცხადდა.

"ქსელში შეზღუდული რაოდენობით სპეციალურად საახალწლოდ გამოშვებული პროდუქციაც იყიდება, რომელიც ქართულ ბაზარზე უკვე ფასდაკლებული შემოვიდა და მასზე კიდევ 10%-იანი ფასდაკლება გამოვაცხადეთ. ყველა დანარჩენ პროდუქტზე კი 25%-იანი ფასდაკლების აქცია მოქმედებს. აქცია 15 იანვრამდე გაგრძელდება და "ივ როშეს" ყველა მაღაზიაში მოქმედებს",- აცხადებენ კომპანიაში.

აღნიშნული აქციის დასრულების შემდგომ კი დარჩენილ საახალწლო კოლექციებზე სპეციალური აქცია გავრცელდება.

ქვეყნის მასშტაბით კომპანიის 7 მაღაზია მოქმედებს, აქედან 6 თბილისში, ერთი კი ბათუმში მდებარეობს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა