"მაკდონალდსის" კონკურენტი "ვენდისი" თბილისში ზაფხულში გაიხსნება. "ვენდისის" ქართველი პარტნიორი "ვისოლ ჯგუფი" იქნება. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, პერსონალის გადამზადება და ინტერიერის დიზაინის ბოლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
"ვენდისი" მიმდინარე წლის გაზაფხულის ბოლოს გაიხსნება. მისი მთავარი უპირატესობა მაღალი ხარისხის მომსახურება და ხელმისაწვდომი ფასები იქნება",- აცხადებენ "ვისოლ ჯგუფში".
ამერიკულ მხარესთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, "ვისოლი" "ვენდისის" ქსელს საქართველოსა და აზერბაიჯანში განავითარებს. მომავალი 10 წლის განმავლობაში სწრაფი კვების 25 რესტორნის გახსნაა დაგეგმილი.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9