ფრედი მერკურის "როლს როისი" ”ვერა სერდიუჩკამ” შეიძინა

ფრედი მერკურის "როლს როისი"  ”ვერა სერდიუჩკამ” შეიძინა

ლეგენდარული ბრიტანელი მომღერლის, ჯგუფ Queen-ის სოლისტის ფრედი მერკურის კუთვნილი "როლს როისი" აუქციონზე 74 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

კენსინგტონის აქუციონზე გამოტანილი, 1974 წელს გამოშვებული The Rolls-Royce Silver Shadow-ის საწყისი ფასი 9 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო.

"ტელეგრაფის" ინფორმაციით, მანქანას ნაცრისფერი ტყავის სავარძლები, ელექტრო ფანჯარა, ტელეფონი და ავტომატური სიჩქარის კოლოფი აქვს.

მანქანაში ნაპოვნი წერილი ადასტურებს, რომ "როლს როისი" როკ-მომღერალს ეკუთვნოდა. მერკურიმ ის 1979 წელს შეიძინა და 1991 წლამდე, გარდაცვალებამდე, სწორედ ამ მანქანით დადიოდა.

"ტელეგრაფის" ინფორმაციით, მანქანა რუსმა ბიზნესმენმა შეიძინა. თუმცა, რუსული პრესა წერს, რომ მერკურის კუთვნილი "როლს როისის" ახალი მეპატრონე უკრაინელი მომღერალი ანდრეი დანილინკო, იგივე ვერა სერდიუჩკაა. კენსინგტონის ექსცენტრიულმა შოუმენმა კიევიდან ტელეფონის მეშვეობით შეიძინა აუქციონიდან რარიტეტული "როლს როისი".

მომზადებულია rushlane.com-ის მიხედვით.