ამერიკულ პრესას Twitter-ის ფოტოების გამოყენება აუკრძალეს

ამერიკულ პრესას Twitter-ის ფოტოების გამოყენება აუკრძალეს

ამერიკულ პრესას Twitter-ის ფოტოების თვითნებურად გამოყენების უფლება ჩამოართვეს. ნიუ-იორკში სასამართლომ ფოტოგრაფ დენიელ მორელის საქმის განხილვისას, რომლის Twitter-ში განთავსებული ფოტოები, მისი ნებართვის გარეშე გაზეთ The Washington Post-ის საიტზე აღმოჩნდა, დაადგინა, რომ მედიას უფლება არ აქვს "ტვიტერის" მომხმარებლების ფოტოები კომერციული მიზნებისთვის გამოიყენოს.

საქმე ჰაიტის 2010 წლის მიწისძვრის ფოტოებს ეხებოდა, რომლის უნებლიე მოწმე ფოტოგრაფი გახდა. სტიქიის და მისი შედეგების ამსახველი ექსკლუზიური კადრები მორელმა Twitter-ში გამოაქვეყნა. ეს სააგენტო France Presse-ის თანამშრომლებმა შენიშნეს, ფოტოები გადმოწერეს და მათ Getty Images-ში ატვირთეს, საიდანაც ისინი The Washington Post-ის ფურცლებზე მოხვდა.

ფოტოგრაფმა პრეტენზიები ფოტოების უკანონოდ გამოყენებისთანავე წამოაყენა. მაგრამ 2010 წელს დაწყებული პროცესი სააგენტო AFP-მა წამოიწყო. ორგანიზაცია იმდენად იყო საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული, რომ რეპუტაციის დაცვის მიზნით სასამართლო განხილვაში ჩაება. სასამართლოში სააგენტო ამტკიცებდა, რომ Twitter-ის კანონებით, მას მორელის ფოტოების გამოყენების უფლება ჰქონდა.

მაგრამ სასამართლომ სხვა დასკვნა გამოიტანა. პროცესი ჯერ არ დამთავრებულა და AFP-სთვის საავტორო უფლების დარღვევისთვის სასჯელი ჯერ არ გამოუტანიათ. თავად მორელმა საკუთარი ზარალი "ათობით და ასობით ათას დოლარადაც კი შეაფასა", მაგრამ სავარაუდოდ, იგი გაცილებით ნაკლებ კომპენსაციას მიიღებს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, "ტვიტერის" მომხმარებლების უფლებების დარღვევისთვის პასუხს მხოლოდ AFP და Getty Images-ი აგებენ. მიკრობლოგების სერვისი Twitter-ი სასამართლო განხილვაში არ მონაწილეობდა. მან განაცხადა, რომ მისი მომხმარებლების ფოტოებზე უფლებას ყოველთვის აღიარებდა.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები