"ფეისბუქზე" "საქართველოს სახელმწიფოს მტრების" გვერდი გაიხსნა

"ფეისბუქზე" "საქართველოს სახელმწიფოს მტრების" გვერდი გაიხსნა

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გაიხსნა გვერდი სახელწოდებით "საქართველოს სახელმწიფოს მტრები". გვერდი "რუსეთუმე" ქართველებს ამხელს. გვერდზე საქართველოს უახლესი ისტორიიდან მოყვანილია ფაქტები, რომლებიც საქართველოში ანტისახელმწიფოებრივი იდეოლოგიის დანერგვის მცდელობაზე მეტყველებს.

"საქართველოს სახელმწიფოს მტრების" სიაში მოხვდა საზოგადოების მრავალი ცნობილი სახე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, ძმები დავით და ლევან ბერძენიშვილები, ნანა კაკაბაძე, თინა კანდელაკი, შალვა რამიშვილი, რობერტ სტურუა, ედუარდ შევარდნაძე, პაატა ზაქარეიშვილი, გურანდა გაბუნია, ნინელი ჭანკვეტაძე, ქეთი დოლიძე, რეზო ჩხეიძე, რეზო ამაშუკელი, რამაზ იოსელიანი, ასლან აბაშიძე, გიორგი შენგელაია, დათო მაღრაძე, ნუკრი ქანთარია, გოგა ხაინდრავა, ირაკლი ბათიაშვილი, რომან დუმბაძე, ეკა ბესელია, ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი, გია ხუხაშვილი, თიკა ჯამბურია, დათო ხუჯაძე, ქეთა თოფურია და სხვა მრავალი.