ბათუმის ციხეში ლეიბების საწყობი დაიწვა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ბათუმის #3 დაწესებულებაში ლეიბების საწყობი დაიწვა. როგორც ბათუმის მერიის სახანძრო და საგანგებო სამსახურის უფროსმა ჰუსეინ სირაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ციხის ტექნიკური შენობის მეორე სართულზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა 15-მდე ლეიბი და ბალიში, ხოლო დაზიანდა 50 კვ-მდე ფართი. მისი თქმით, ტექნიკურ პერსონალსა და პატიმრებს პრობლემები არ შექმნიათ.
"შეტყობინება შემოვიდა დღეს 12:14 საათზე, იწვოდა ბათუმის #3 დაწესებულების ეზოში არსებული ტექნიკური შენობის მეორე სართულზე ლეიბების და ბალიშების საწყობი. 12:45 საათზე ხანძარი ლოკალიზებული იყო", - აღნიშნა ჰუსეინ სირაბიძემ.
მისივე თქმით ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება უკვე დაწყებულია.