"კია მოტორს" ამერიკა სიამაყით აცხადებს, რომ დეტროიტში ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო ავტოშოუზე (North American International Auto Show) Road & Travel Magazine-მა 2013 წლის კია ოპტიმა წლის ავტომობილად (International Car of the Year) დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ დიზაინისთვის ოპტიმას უკვე აქვს მიღებული რიგი ჯილდოებისა: IF Design Award, Good Design Award, red dot Product Design Award Best of the Best, ABC Design Award (Exterior). 2011 წლის მოდელთან შედარებით სრულიად სახეცვლილმა დიზაინმა, შერწყმულმა თანამედროვე კომფორტის დეტალებთან და საუკეთესო ფასმა გახადა კია ოპტიმა 2012 წლის ყველაზე გაყიდვად საშუალო ზომის სედანად.
"ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელია, რომ ჩვენმა ყველაზე გაყიდვადმა მოდელმა ოპტიმამ მოიპოვა წლის ავტომობილის (International Car of the Year) წოდება და ამით აიმაღლა სტატუსი საშუალო ზომის სეგმენტში-განაცხადა მაიკლ სპარგმა", "კია მოტორს" ამერიკის მარკეტინგისა და კომუნიკაციების აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა. "ოპტიმა აგრძელებს კიას ბრენდის ახალი მომხმარებლების მოზიდვას დიზაინის, კომფორტის, ტექნოლოგიებისა და ფასის შთამბეჭდავი კომბინაციით".
Road & Travel Magazine გადასცემს ჯილდოს წლის საუკეთესო 10 ახალ ან არსებულ ავტომობილს მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი გაუმჯობესებით. გამარჯვებული მოდელი გამოვლინდება ჟიურის მიერ, რომელიც შედგება ქვეყნის აღიარებული MSN Autos, Car and Driver და Consumer Guide® Automotive-ის ჟურნალისტებისგან.
ამ პრესტიჟული წოდების გარდა კია ოპტიმას კიდევ რამდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული, ესენია: "Best New Car Value" 2012 Kiplinger's Personal Finance-სგან, "Sedan of the Year" (წლის სედანი) Autobytel.com-ისგან, "Top Drives for 2012" Boston Globe-ისგან და "Best Buy" (საუკეთესო შენაძენი) მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგად.
"კია მოტორს ჯორჯია" გთავაზობთ ოპტიმას 165 ცხენის ძალის მქონე 2.0 ნენზინის ძრავით. საბაზო მოდელის ფასი იწყება 20 800 აშშ დოლარიდან და სრული აღჭურვის ფასი კი 23 900 აშშ დოლარია. ასევე ოპტიმას აქვს 180 ცხენის ძალიანი 2.4 ბენზინის ძრავიც, რომლის ფასი იწყება 21 800 აშშ დოლარიდან და სრული პაკეტის, რომელშიც შედის ისეთი ახალი ტექნოლოგიები: ღილაკზე დაქოქვა, უკანა ხედვის კამერა, პანორამული სახურავი, ქსენონის ფარები მოხვევის ფუნქციით და ა.შ ფასი შეადგენს 27 700 აშშ დოლარს ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.
R