ელდარისა და სამუხის ზამთრის საძოვრებს ხანძარი გაუჩნდა

ელდარისა და სამუხის ზამთრის საძოვრებს ხანძარი გაუჩნდა

დედოფლისწყაროს სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახიშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, ვაშლოვანის ნაკრძალის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის შესახებ. როგორც ის აცხადებს, ხანძარი ელდარისა და სამუხის ზამთრის საძოვრებზეა.

"ელდარის საძოვრებზე ჩალიანი იწვის. ეს ტერიტორია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალს ეკუთვნის. ხანძარი საშიშროებას უქმნის ცხვრის სადგომებს. ჩვენთან 112-დან შემოვიდა შეტყობინება. მანქანა უკვე გაგზავნილი გვყავს, ადგილამდე ჯერ არ ჩასულან, რადგან დიდი მანძილია. ცეცხლი ვაშლოვანის ნაკრძალის ტერიტორიაზე არ არის",- ამბობს ზვიად ჯავახიშვილი.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია