სკანდალური იუნა შაფათავა "მეცხრე არხზე" გადაცემას წაიყვანს

სკანდალური იუნა შაფათავა "მეცხრე არხზე" გადაცემას წაიყვანს

გასულ კვირას სკანდალურად ცნობილი იუნა შაფათავას "ფეისბუქის" გვერდზე რამდენიმე საინტერესო ფოტო გამოქვეყნდა. დათო ხუჯაძესთან ჩახუტებული იუნას ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

იუნა შაფათავას საზოგადოება ფილმ "მამაჩემის გერლფრენდიდან" იცნობს, თუმცა როლზე მეტი პოპულარობა ამ ქალბატონს ხმაურიანმა განცხადებებმა და გულახდილმა ფოტოსესიებმა მოუტანა.

როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე დღით თბილისში ჩამოსულ დათო ხუჯაძეს იუნა ერთ-ერთ კლუბში შეხვედრია. ამბობს, რომ ერთმანეთი სტუდენტობის დროს რამდენჯერმე გაიცნეს, თუმცა მეგობრები არ ყოფილან.

ახლა კი იუნა დანახვისთანავე მიეჭრა, ახალი წელი მიულოცა, თავი შეახსენა და საქმიანი წინადადებით მიმართა. ალბათ რთული დასაჯერებელია ორი პოპულარული პერსონის ამ ფოტოსესიის შემდეგ, იფიქრო, რომ კლუბში იუნა და დათო მხოლოდ საქმეზე საუბრობდნენ, მაგრამ სასწაულებიც ხდება...

როგორც გაირკვა, წლების განმავლობაში ნაციონალური მედიის მიერ დაბლოკილი იუნა "მეცხრე არხზე" ახალ გადაცემას იწყებს. მართალია, ჯერჯერობით თავად არ სურს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ რამდენიმე საინტერესო დეტალი მაინც გავიგეთ.

სკანდალური ქალბატონი "მეცხრე არხზე" არასკანდალურ გადაცემას წაიყვანს, თუმცა საიდუმლოდ რჩება, რაზე ისაუბრებს - სოციალურ თემებზე თუ პოლიტიკაზე. მართალია, იუნა უარყოფს, რომ გადაცემა სკანდალური იქნება, მაგრამ ამბობს, რომ დათო ხუჯაძეს სწორედ გადაცემაზე ესაუბრებოდა და სტუმრად ეპატიჟებოდა.

დღესდღეობით იუნა ყველაზე გულახდილი რესპონდენტია ქართულ ბომონდში, მაგრამ ამჯერად ხუჯაძეზე ლაპარაკისგან და გადაცემის თემატიკის დაკონკრეტებისგანაც თავი შეიკავა. იმას კი დაგვპირდა, რომ მალე გამოჩნდება "მეცხრე არხზე". ბოლოს კი დაამატა, რომ ტელევიზიის გარდა, ერთ-ერთ რადიოშიც შეითავსებს წამყვანობას.

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები