ჟანრი ლოლაშვილი: "ლუარსაბი ყველა ქართველში ცოცხლობს"

ჟანრი ლოლაშვილი: "ლუარსაბი ყველა ქართველში ცოცხლობს"

2012 წლის მიწურულს რუსთაველის თეატრის წინ ჟანრი ლოლაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. მრავალმხრივი შემოქმედი, რომელმაც თავისი სათქმელი თქვა როგორც სამსახიობო ხელოვნებაში, ისე ფერწერაში, იმ საღამოს ლუარსაბ თათქარიძის სრულიად გამორჩეული როლით წარდგა მაყურებლის წინაშე. ლუარსაბი ხომ ყველაზე სიცოცხლისუნარიანი გმირი გამოდგა და დრო-ჟამის მსვლელობამ რაც უნდა შეცვალოს მასში, როგორც უნდა შენიღბოს ქართველის ბუნებაში გამჯდარი ლტოლვა "სმა-ჭამა დიდად შესარგისაკენ", არსობრივად არაფერი შეიცვლება.

- ლუარსაბი - ტიპი, რომელიც უარყოფითი თვისებების კრებითი სახე უნდა იყოს, აღმოჩნდა, რომ სულაც არ არის ცალსახად უარყოფითი, ჭამა რომელ ქართველს არ უყვარს?! ლუარსაბი ყველა ქართველში ცოცხლობს. რა ხდება სპექტაკლში? - "დაობლდა ერი", - ამბობს ლუარსაბი ილიას მკვლელობის შემდეგ, განიცდის, ქვეყანაზე ფიქრობს. "საით მიექანება ერიო", - წუხს. "ხვალინდელი დღისთვის აღარ ფიქრობთო" და ხვალინდელ დღეზე ისევ ჭამა ახსენდება. რა ქნას? - მითხრა ბატონმა ჟანრიმ.

ლუარსაბს დღეს შეიძლება აიპოდი ეჭიროს ხელში, მაგრამ მაინც იგივე იქნება. რობერტ სტურუას ასეთი მიდგომა პერსონაჟისადმი ძალიან საინტერესოა. იცით, რას გეტყვით? ადამიანი არის საკრებულო! საკრებულოს რომ ახსენებენ, არ მაქვს განცდა, რომ მოქმედება მერიაში ხდება. საკრებულო ერთ ადამიანშია, რაკი მასში თავს იყრის უამრავი რამ: ინტელექტი, განსჯა, სიკეთე, დარდი, სიყვარული, სიზარმაცე... სპექტაკლში ამას ლუარსაბი გრძნობს. თუმცა, დიდი არეულობაა საკრებულოში...

- მსახიობობა რეჟისორზე დამოკიდებული ხელობაა, როგორ ეგუებით ამას?

- მსახიობობა დამოკიდებული კი არის, მაგრამ ყველაზე მეტად ილუზიურია. ამიტომაც ილუზიები უფრო მუშაობს ჩემში, ვიდრე ზუსტი ჰიპერრეალიზმი. ერთი რამ კი უნდა აღვნიშნო: არტისტული ილუზიური სამყაროდან რომ გამოდიხარ და დაგხვდება ელექტროენერგიის ქვითარი, სხვა განაწესში ხარ, ცხოვრების ულმობელ რეალიზმს გრძნობ. ჩემი ცენზორი თეატრში რეჟისორი სტურუაა... მას ვენდობი და მივყვები... მხატვრობაში. კი თავად ვარ შემოქმედიც, გადამგდებიც და დამხევიც... რაც წლოვანებაში შევედი, გათავისუფლების გზებს ვეძებ. თუ გათავისუფლება გინდა, უწინარესად საკუთარი თავისგან უნდა გათავისუფლდე.

- რას გულისხმობთ საკუთარი თავისგან გათავისუფლებაში?

- მაგალითად, პარკში სხედან მოხუცები, თავს იტყუებენ და სიცოცხლის დღეს თუ საათებს იმატებენ. ეს ყველაფერი თმის ღერზეა ჩამოკიდებული და თან მარყუჟია. ისე არ გამიგოთ, თითქოს ჯანსაღ ცხოვრებას გავურბივარ... არ მინდა, ამაოდ ვცდილობდე იმის დაძლევას, რაც დაუძლეველია... ჯობს, ამისგან გათავისუფლდე და სხვა ღირებულებებით იცხოვრო. მთავარია, რომ ადამიანი ფიქრობს. ზოგჯერ გაგეცინებათ, ისეთ კითხვაზე ეძებს პასუხს. მაგალითად, ეკითხებიან, რომელი ფერი გიყვარსო და - ფიქრობს...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დატოვეს

ორჯერ დამარცხებული სიმსივნე, 21 წლით უმცროსი ცოლი და კრიტიკული განცხადებები საქართველოზე - ვინ არის ვლადიმერ პოზნერი და რით ახსოვთ ის ქართველებს?

აქტივისტების ინფორმაციით, ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები თვითმფრინავში ჩასხდნენ