"ახალი ნათების" მაღაზიათა ქსელში ახალი წლის შემდგომი აქცია დაიწყო

"ახალი ნათების" მაღაზიათა ქსელში ახალი წლის შემდგომი აქცია დაიწყო

"ახალი ნათების" მაღაზიათა ქსელში ახალი წლის შემდგომი აქცია დაიწყო. აქცია ამჯერად 25%-იან ფასდაკლებას ითვალისწინებს და 700-მდე დასახელების პროდუქციაზე ვრცელდება. ეს არის New Light ბრენდირებული ჭაღები და ბრები უახლესი კოლექციიდან.

აქციაში მოხვედრილი სანათები, მაღაზიებში არსებული სხვა სანათებისაგან, სპეციალური ფასმაჩვენებლებით იქნება გამოყოფილი, რათა მომხმარებლისათვის გაცილებით იოლი იყოს მათი გამორჩევა ათასობით დასახელების პროდუქციისაგან.

აქცია "ახალი ნათების" თითქმის ყველა მაღაზიაში მოქმედებს თბილისსა და რეგიონებში, ქავთარაძის "გუდვილში" მდებარე "ახალი ნათებისა" (აქ არ არის წარმოდგენილი New Light ბრენდირებული პროდუქცია) და ზუგდიდში არსებული ფრანჩაიზ-მაღაზიის გარდა.

აქციაში წარმოდგენილია ჭაღების, ჭერის სანათებისა და ბრების ფართო ასორტიმენტი: თანამედროვე და კლასიკურიც.

კომპანია "ახალი ნათება" 1999 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. პირველი მაღაზია-სალონი ამავე წელს გაიხსნა დიდუბის ქუჩაზე N6-ში. კომპანიამ საკმაოდ მალე მიაღწია წარმატებას განათებისა და არქიტექტურის სფეროში და გახდა ერთ-ერთი პრესტიჟული ბრენდი არა მარტო თბილისში, არამედ მთელს საქართველოში. "ახალ ნათებაში" წარმოდგენილია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი განათების გიგანტების პროდუქცია, მათ შორისა: Philips-ის, Artemide-ს, Osram-ის, Kolarz-ისა და Opple-ს.

ჩვენი პროდუქცია იწარმოება: გერმანიში, ბელგიაში, პოლონეთში, თურქეთში, ავსტრიაში, საბერძნეთში, საფრანგეთში, იტალიაში და ჩინეთში.

წარმოდგენილი 5000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია მოიცავს როგორც ნათურებს (საყოფაცხოვრებო და სპეც-ნათურები), ასევე სანათ საშუალებებს. სანათები როგორც ინტერიერისათვის, ასევე ექსტერიერისათვის და ლანდშაფტებისათვის.

"ახალი ნათება" უკვე 13 წელიწადია ერთგულად ემსახურება ქართველ მომხმარებელს, ითვლის 100-ზე მეტ თანამშრომელს და გააჩნია 13 მაღაზია სალონი, მათგან 7 თბილისში, ხოლო 5 რეგიონებში: გორი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი და მარნეული. ერთი ფრანჩაიზ-მაღაზია და უკვე 1 ბრენდ მაღაზია.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა