კონდოლიზა რაისი ჟურნალისტი გახდა

კონდოლიზა რაისი ჟურნალისტი გახდა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი არხ CBS-ის ჟურნალისტი გახდა. განცხადება ამის თაობაზე ოფიციალურად გააკეთეს არხის თავმჯდომარე ჯეფ ფაჯერმა და პრეზიდენტმა დევიდ როდსმა.

კონდოლიზა რაისი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯორჯ-ბუში უმცროსის მეორე ვადით გაპრეზიდენტების დროს - 2005-2009 წლებში იყო, 2001-2005 წლებში კი ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად მუშაობდა. ჟურნალისტის რანგში ის CBS-ზე ნაციონალური და საერთაშორისო თემებს გააშუქებს.

ტელევიზიაში გადავიდა ბუშის ადმინისტრაციიდან წასული კიდევ ორი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლებმაც Fox News-ზე სატელევიზიო კომენტატორებად დაიწყეს მუშაობა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კონდოლიზა რაისი სტენფორდის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს.

კონდოლიზა რაისი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რანგში საქართველოს რამდენჯერმე სტუმრობდა.

მომზადებულია cbsnews.com-ის მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები