თბილისში სათამაშოების მაღაზია Wonderful Toys გაიხსნა

თბილისში სათამაშოების მაღაზია Wonderful Toys გაიხსნა

"ბავშვთა სამყაროსა" და "ცეროდენას" კონკურენტი გამოუჩნდა. თბილისში სათამაშოების კიდევ ერთი ახალი მაღაზია Wonderful Toys გაიხსნა. როგორც კომპანიიდან გვაცნობეს, მაღაზიაში მხოლოდ ევროპული პროდუქციაა წარმოდგენილი, რომელთა ფასები როგორც საშუალო, ისე პრემიუმ-სეგმენტზეა გათვლილი.

მენეჯმენტის ცნობით, ამ დროისთვის მაღაზიაში ფასდაკლების აქცია მიმდინარეობს. მოგვიანებით მაღაზია  სხვადასხვა ტიპის აქციის დაწყებას გეგმავს. "საოცარი სათამაშოების" მაღაზია ვაჟა-ფშაველას გამზირზე N52-ში მდებარეობს. როგორც კომპანიაში ამბობენ, წელს ქსელის გაფართოვებაც იგეგმება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა