ვინ წაიყვანს "ტოპ გოგოს"?

ვინ წაიყვანს "ტოპ გოგოს"?

24 იანვარს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე რეალური შოუ "ტოპ გოგოს" მეორე სეზონი იწყება. შოუს პირველი სეზონი კი საკმაოდ სკანდალური იყო. გამარჯვებულმა თაკო თალაკვაძემ პროექტის ორგანიზატორებს კონტრაქტის დარღვევის გამო სასამართლოში უჩივლა. კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებულისთვის, პრიზებთან ერთად, ბრიტანეთის წამყვან სააგენტოში სამსახური უნდა შეეთავაზებინათ, მაგრამ გამარჯვებულს მხოლოდ 100 ევრო და ტყავის ქურთუკი აკმარეს. შოუს შემქნელებთან პრეტენზია ჰქონდა კონკურსანტ გურანდა ცერცვაძესაც, გაურკვეველი მიზეზების გამო დატოვა გადაცემა ლიზა რომანოვსკაიამაც.

დამწყებ მოდელებს გამოცდილებას უზიარებდა სალომე ღვინიაშვილი, რომელიც რეალური შოუს ახალ სეზონში, სავარაუდოდ, იმიტომ აღარ მიიღებს მონაწილეობას, რომ მას კუთვნილი ხელფასი სრულად არ გადაუხადეს. სალომე ღვინიაშვილმა იმხანად "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იყო პრობლემები, რატომაც დატოვა გადაცემა, თუმცა მიზეზები არ დაუკონკრეტებია. "რუსთავი 2"-ის ეთერში უკვე გამოჩნდა შოუს ახალი სეზონის ანონსი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ღვინიაშვილი პროექტში სოფო ჭყონიამ შეცვალა, რომელსაც სამოდელო სფეროში და უცხოურ სააგენტოებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს. საზოგადოებამ იცის, რომ ბიზმესმენ თემურ ჭყონიას ქალიშვილი საზღვარგარეთ ცხოვრობს. ამიტომაც გაჩნდა კითხვა, როგორ მოახერხებდა ის სამთვიან პროექტში მონაწილეობას. სწორედ ამ კითხვით მივმართეთ სოფო ჭყონიას:

- სოფო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ღვინიაშვილის ნაცვლად თქვენ გიხილავთ "ტოპ გოგოს" ჟიურის სავარძელში?

- შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ნამდვილად იყო, ერთხელ გადაღებაზეც ვიყავი, მაგრამ ამ პროექტში სრული დატვირთვით ჩართვას ვერ მოვახერხებ, რადგან საქართველოში არ ვცხოვრობ.

თამარ ბოჭორიშვილი

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები