ბარნოვი: "რეგიონში ყველა გაზეთს მუნიციპალიტეტი უფასო დისტრიბუციაში უნდა დაეხმაროს"

ბარნოვი: "რეგიონში ყველა გაზეთს მუნიციპალიტეტი უფასო დისტრიბუციაში უნდა დაეხმაროს"

შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი გორის მუნიციპალტეტის გაზეთ "გორის მაცნეს" რედაქციას ესტუმრა.  ბარნოვმა ხაზი გაუსვა მუნიციპალური გაზეთის და, ზოგადად, ბეჭდური მედიის მნიშვნელობას რეგიონისთვის. მისი თქმით, მუნიციპალიტეტი და სოფლის რწმუნებულები აქტიურად უნდა დაეხმარონ უფასო დისტრიბუციაში რეგიონში მოქმედ ყველა გაზეთს, მითუმეტეს, რომ ეს არ იქნება დაკავშირებული დამატებით შრომასთან ან დანახარჯებთან. გუბერნატორმა მოუწოდა გაზეთის რედაქციას აქტიურად ითანამშრომლოს მუნიციპალიტეტთან ამ პრობლემის მოგვარებისათვის და მზადყოფნა გამოთქვა, ყველა მის ხელთ არსებული საშუალება გამოიყენოს იმისათვის, რომ ბეჭდური მედიის ტირაჟი გაიზარდოს და მოსახლეობას უფრო ფართოდ მიუწვდებოდეს ხელი ინფორმაციაზე. გუბერნატორის განცხადებით, ის რეგიონში მოქმედ ყველა მედიასაშუალებას ეწვევა და სიღრმისეულად გაეცნობა მათ მუშაობას.

"ჩვენი გაზეთისადმი განსაკუთრებულ ინტერესს სოფლის მოსახლეობა იჩენს და ყველაზე მეტი გაზეთი სოფლებში იყიდება. შემოქმედებით ჯგუფს გვაქვს განვითარებასა და გაფართოებასთან დაკავშირებული გეგმები, მაგრამ არსებული დაფინანსების პირობებში ამ გეგმების განხორციელება შეუძლებელია", - ამბობს "გორის მაცნეს" რედაქტორი ია თინიკაშვილი.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები