თი­ნა კან­დე­ლაკ­ი: "ჯერ კი­დევ რო­დის ვამ­ბობ­დი - სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თუ და­ემ­ხო, ცი­ხე არ ას­ცდე­ბათ­-მეთ­ქი"

თი­ნა კან­დე­ლაკ­ი: "ჯერ კი­დევ რო­დის ვამ­ბობ­დი - სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თუ და­ემ­ხო, ცი­ხე არ ას­ცდე­ბათ­-მეთ­ქი"

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა ტე­ლე­წამ­ყვან­მა თი­ნა კან­დე­ლაკ­მა შარ­შან, სექ­ტემ­ბერ­ში, "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხ­ა­და, ორ კვი­რა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვა­ლო, მაგ­რამ... რამ შე­უ­შა­ლა სამ­შობ­ლო­ში ჩა­მოს­ვლა­ში ტე­ლე­წამ­ყვანს ხე­ლი, ამის გა­სარ­კვე­ვად თი­ნას მოს­კოვ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით. თინა ამ სა­კითხ­ის გარ­და, სხვა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზეც გვე­სა­უბ­რა:

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა არ გა­და­მი­ფიქ­რე­ბი­ა. უბ­რა­ლოდ, ჩემ­მა კომ­პა­ნი­ამ რეკ­ლა­მა გა­უ­წია რუ­სუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ახალ ბრენდს და სწო­რედ ამ პრო­ექ­ტზე ვი­მუ­შა­ვე ნო­ემ­ბერ­სა და დე­კემ­ბერ­ში, შემ­დეგ საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ვემ­გზავ­რე და რო­გორც კი დავ­ბრუნ­დი, ბა­რემ სა­ი­დუმ­ლო­საც გა­გიმ­ხელთ, და­ვიწყე ახალ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ზე მუ­შა­ო­ბა, რო­მელ­საც და­ახ­ლო­ე­ბით ორ კვი­რა­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია ენ­-ტე-­ვე-­ზე წა­ვიყ­ვან. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ვი­ზიტს, სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, სამ კვი­რა­ში მი­ხი­ლავთ.

- მას შემ­დეგ, რაც ფრან­გმა მსა­ხი­ობ­მა ჟე­რარ დე­პარ­დი­ემ საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უა­რი თქვა და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო, სა­ჯა­როდ შეს­თა­ვა­ზეთ თქვენს სახ­ლში ცხოვ­რე­ბა, რის გა­მოც სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ ერ­თხელ აა­ლა­პა­რა­კეთ...

- ეს ყვე­ლა­ფე­რი ხუმ­რო­ბა იყო. რა­საც დავ­წერ ან ვიტყ­ვი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა რა­ტომ­ღაც ყვე­ლა­ფერს სე­რი­ო­ზუ­ლად ეკი­დე­ბა. რო­დე­საც ამა თუ იმ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ხდე­ბი, სა­ჭი­რო­ა, ბი­ნა­შიც იყო ჩა­წე­რი­ლი, ჰო­და, მეც ვი­ხუმ­რე და ჟე­რარ დე­პარ­დი­ეს შევ­თა­ვა­ზე, ლე­გა­ლუ­რად რომ იცხ­ოვ­რო რუ­სეთ­ში, ჩემს ბი­ნა­ში ჩაგ­წერ-მეთ­ქი­ (ი­ღი­მის).

- ჟე­რარ დე­პარ­დი­ეს უცხო ქა­ლის ბი­ნა­ში ჩა­წე­რის მცდე­ლო­ბა უკ­ვე ჰქონ­და, თუ გა­ვიხ­სე­ნებთ ფილმ "მწვა­ნე ბა­რათს", სა­დაც მსა­ხი­ობ ენ­დი მაკ­და­უ­ე­ლის გმი­რის ბი­ნა­ში ცდი­ლობს ჩა­წე­რას, მწვა­ნე ბა­რა­თი რომ მი­ი­ღოს...

- (ი­ცი­ნის) აი, ხომ ხე­დავთ, თქვენც და­დე­ქით ხუმ­რო­ბის გან­წყო­ბა­ზე. ასე­ვე ვი­ხუმ­რე მეც, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ხალ­ხი ყვე­ლა­ფერს პირ­და­პირ იღებს.

- თი­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში კვლავ და­ძა­ბუ­ლია პოლ­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა. ექ­სპერ­ტთა ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა­ა; "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებს და­კითხ­ვა­ზე იბა­რე­ბენ, რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და­ა­პა­ტიმ­რეს კი­დეც...

- ამის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ რო­დის ვამ­ბობ­დი - სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თუ და­ემ­ხო, ცი­ხე არ ას­ცდე­ბათ­-მეთ­ქი. მიყ­ვარს, რო­დე­საც ჩე­მი ვა­რა­უდი მარ­თლდე­ბა...

- თუმ­ცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მი­სი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი ფარ­-ხმალს მა­ინც არ ყრი­ან...

- მი­ხა­ილ ნი­კა­ლა­ე­ვი­ჩი ყო­ველ­თვის აგ­რე­სი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო და ამი­ტო­მაც ატა­რებ­და აგ­რე­სი­ულ პო­ლი­ტი­კას. მას არას­დროს უზ­რუ­ნია ქარ­თველ ხალ­ხზე და არც ახ­ლა ზრუ­ნავს. შე­იძ­ლე­ბა ბევრს ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ სუ­ლაც არ აინ­ტე­რე­სებს, რო­გორ ცხოვ­რობს ხალ­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ის მხო­ლოდ თა­ვი­სი ქო­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნა­ზე ზრუ­ნავს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლამ და მი­სი გუნ­დის უმ­ცი­რე­სო­ბა­ში გა­და­ნაც­ვლე­ბამ სა­ა­კაშ­ვი­ლი კი­დევ უფ­რო აგ­რე­სი­უ­ლი გა­ხა­და. მი­ხა­ილ ნი­კა­ლა­ე­ვიჩს მსოფ­ლი­ოს­თან შე­სა­ნიშ­ნა­ვად აქვს კო­მუ­ნი­კა­ცია აწყ­ო­ბი­ლი და კარ­გად არის გაწ­ვრთნი­ლი ამ საქ­მე­ში, რა­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე ვერ ვიტყ­ვით, რად­გან ახა­ლი ფი­გუ­რაა პო­ლი­ტი­კა­ში. სა­ა­კაშ­ვილს სწო­რედ ეს კო­ზი­რი უჭი­რავს ხელ­ში.

- ახ­ლა­ხან რუ­სე­თის და სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქე­ბი მოს­კოვ­ში შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს. რას მო­უ­ტანს ეს შეხ­ვედ­რა ჩვენს ქვე­ყა­ნას?

- ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი, ილია მე­ო­რე დღეს ერ­თა­დერ­თი­ა, ვი­საც შეს­წევს ძა­ლა, ქარ­თველ და რუს ხალხს შო­რის აღად­გი­ნოს ურ­თი­ერ­თო­ბა, რად­გან სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო დო­ნე­ზე ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ა. მხო­ლოდ მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი გზით თუ მოგ­ვარ­დე­ბა ეს პრობ­ლე­მა, ამის გა­კე­თე­ბა კი ჩვენს პატ­რი­არქს შე­უძ­ლი­ა, მას უდი­დე­სი მი­სია აკის­რი­ა. მწამს, რომ ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სი ამას მო­ა­ხერ­ხებს.

- თი­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში, გარ­და იმი­სა, რომ ახ­ლობ­ლე­ბი­სა და შე­ნი ქა­ლა­ქის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ჩა­მო­დი­ხარ, კი­დევ თუ გაქვს სხვა გეგ­მე­ბი?

- გეტყ­ვით მხო­ლოდ იმას, რომ ნამ­დვი­ლად მაქვს გეგ­მე­ბი ტე­ლეპ­რო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­სა­ხებ, ვის­თან და რა­ტომ, არ მკითხ­ოთ, თო­რემ ხომ იცით, ხალ­ხი ხუმ­რო­ბას ვერ იგებს და შე­იძ­ლე­ბა ამ ამ­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბის შემ­დეგ და­მაბ­რა­ლონ, რო­მე­ლი­მე ქარ­თუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ყიდ­ვას აპი­რებ­სო. ასე რომ, ჩა­მო­ვალ, ზუს­ტად გა­ვერ­კვე­ვი ყვე­ლა­ფერ­ში და შემ­დეგ გი­ამ­ბობთ დაწ­ვრი­ლე­ბით.

- გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან" ერ­თ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხ­ა­დე, ვიდ­რე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან არ წა­ვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩე­მი ფე­ხი არ იქ­ნე­ბა­ო...

- მა­ინ­ტე­რე­სებს, რამ­დე­ნი ქარ­თვე­ლის პრე­ზი­დენ­ტია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი? მარ­თლა სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რამ­დე­ნი ქარ­თვე­ლი უწო­დებს მას პრე­ზი­დენტს. მე მას 2007 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად კი არა, სა­ქარ­თვე­ლოს მტრად მი­ვიჩ­ნევ. ხმა­მაღ­ლა შე­მიძ­ლია გან­ვაცხ­ა­დო, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი კი არა, მტე­რი­ა. ასე რომ, სა­ა­კაშ­ვი­ლის არ­სე­ბო­ბა არ მიშ­ლის ხელს, ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­ვი­დე.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები