მატვეი განაპოლსკი ნინო შუბლაძის გადაცემაში გაპარულ ლაფსუსს ეხმაურება

მატვეი განაპოლსკი ნინო შუბლაძის გადაცემაში გაპარულ ლაფსუსს ეხმაურება

რუსი ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე ნინო შუბლაძის გადაცემაში გაპარულ ლაფსუსს ეხმაურება. განაპოლსკი სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდის "სიმართლის დროა"-ს ფოტოს იზიარებს, რომელზეც გადაცემაში დაშვებული შეცდომაა ასახული - შუბლაძის გადაცემაში სატელეფონო ჩართვის დროს რუსი ჩინოვნიკის ფოტოს ნაცვლად, მისი გარდაცვლილი მოგვარის, ცნობილი რუსი კომიკოსის, მიხეილ ევდოკიმოვის ფოტო აჩვენეს. 

"საქართველოს დსთ-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გარშემო აგორებული სკანდალი, რა თქმა უნდა, ტრაგედიიდან ფარსად უნდა გარდაქმნილიყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკს, რომელმაც მოლაპარაკებების შესახებ განაცხადა, მიხეილ ევდოკიმოვი ჰქვია. აი, რა ფოტო გამოაქვეყნა ქართულმა ტელეარხმა მასთან სატელეფონო საუბრის დროს :)", - წერს განაპოლსკი.

რამდენიმე დღის წინ რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინსკში ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ს ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ ევდოკიმოვმა განუცხადა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობასთან დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით კონტაქტები უკვე დაწყებულია.

"რუსთავი 2"-ზე ნინო შუბლაძის გადაცემა "პოზიციაში", რომელიც საქართველოს დსთ-ში გაწევრიანების საკითხს ეძღვნებოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეს ტელეფონით დაუკავშირდნენ. ჩართვის დროს ტელეეკრანზე მაყურებელს ჩინოვნიკის ფოტოს ნაცვლად 2005 წელს გარდაცვლილი რუსი კომიკოსის - მიხეილ ევდოკიმოვის ფოტო უჩვენეს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები