ქსენია სობჩაკი გათხოვდა

ქსენია სობჩაკი გათხოვდა

ტელეწამყვანი, რუსეთის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი ქსენია სობჩაკი გათხოვდა. ჟურნალისტი ცოლად მსახიობ მაქსიმ ვიტორგანს გაჰყვა. წყვილის რომანის შესახებ ჭორები დეკემბრიდან ვრცელდებოდა.

გამოცემა Комсомольская правда-ს ინფორმაციით, ღონისძიება პარასკევს გაიმართა, რის შესახებაც მაქსიმ ვიტორგანის პრემიერაზე კინოთეატრ "ფიტილში" გამოცხადდა. ამბავი ბოლომდე გასაიდუმლოებული იყო, უბრალოდ, სტუმრებს ლამაზ კოსტუმებში მისვლა სთხოვეს.

ქსენია და მაქსიმი სცენაზე საქორწინო ჩაცმულობით გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ ახლა ისინი ცოლ-ქმარი არიან. სტუმრები გაოცდნენ, ზოგიერთები განაწყენდნენ კიდეც, რომ წყვილი მოვლენას საიდუმლოდ ინახავდა.

ნეფის მამის, ცნობილი მსახიობის ემანუილ ვიტორგანის ოჯახი ახალგაზრდების ბედნიერებას იზიარებს. 

"ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი რძალი ქსენია სობჩაკია. იგი ღირსეული ადამიანია",- აცხადებს ემანუილ ვიტორგანის მეუღლე ირინა მლოდიკი.

ხუთი ხლის წინ სობჩაკი ამერიკელ ბიზნესმენ ალექსანდრ შუსტეროვიჩზე აპირებდა გათხოვებას. მაგრამ დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე ცერემონია ჩაიშალა. მას შემდეგ სობჩაკს რომანი კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელ სერგეი კაპკოვთან და ოპოზიციური "სოლიდარობის" ლიდერ ილია იაშინთან ჰქონდა.

მაქსიმ ვიტორგანი დაქორწინებული ორჯერ იყო. პირველი ქორწინებიდან 10 წლის ვაჟი - დანილი, ხოლო მეორედან - გოგონა, პოლინა ჰყავს.

ვიტორგანი ახალი მეუღლის ოპოზიციურ აქტივობას სრულიად იზიარებს, იგი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეცაა.

"მადლობა ყველას მოლოცვისთვის!" - დაწერა შაბათ ღამეს პატარძალმა საკუთარ Twitter-ში და გადაჯაჭვული ხელების ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც საქორწინო ბეჭდები კარგად ჩანს.

მომზადებულია Комсомольская правда-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები