რესტორან "კოლხეთი ოქროყანაში" მისულ სტუმარს ქართული სტუმარმასპინძლობა და ევროპული სერვისი ელის

რესტორან "კოლხეთი ოქროყანაში" მისულ სტუმარს ქართული სტუმარმასპინძლობა და ევროპული სერვისი ელის

თავისუფლების მოედნიდან ავტომანქანით 5 წუთის მგზავრობაა საჭირო რესტორანში "კოლხეთი ოქროყანა" მოსახვედრად. იქ მისულ სტუმარს პირველ რიგში, თვალში ულამაზესი შენობა და თბილისის ხედი მოხვდება. ზამთრის სეზონის მიუხედავად, რესტორნის გამწვანებული ეზო და გემოვნებით მოწყობილი ჩანქერი განწყობას ამაღლებს.

რაც შეეხება რესტორნის ინტერიერს, აქაც სასიამოვნო ატმოსფეროა. მაღალი კლასის 35 მომსახურე პერსონალი იქ მისულ სტუმარს საუკეთესო სერვისს სთავაზობს. მენიუში ტრადიციული ქართული კერძებია, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დელიკატესების შეკვეთაც შეიძლება.

რესტორანში სასმელების ფართო არჩევანია. სხვადასხვა ქართული სამარკო ღვინოების გარდა, რესტორანს საკუთარი ღვინოც აქვს, რომელიც "ქვევრის ღვინოდ" არის ცნობილი და ის კახეთში მოჰყავთ. რაც შეეხება ჭაჭას, კოლხეთის ვენახში მოყვანილი საფერავიდან არის ნაწარმოები და მისი დამუშავება სპეციალური ფილტრის საშუალებით ხდება, რათა "კოლხეთის" ჭაჭამ უმაღლესი ხარისხი მიიღოს. რესტორანში ლუდის ნაირსახეობაც უხვადაა წარმოდგენილი.

კერძებისთვის მოსამზადებელი პროდუქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იწარმოება. ხორცის პროდუქტები ეკოლოგიურად სუფთაა. გამორიცხულია სამზარეულოში შეუმოწმებელი და გაყინული ხორცი მოხვდეს. სამზარეულოში სისუფთავე მაქსიმალურად კონტროლდება და ინტენსიურად მოწმდება, როგორც ჰიგიენა, ასევე დამზადებული საკვების ხარისხი და საგემოვნო თვისებები.

სპეციალური შეკვეთით რესტორანში თევზეულის და ზღვის პროდუქტების ნაირსახეობა ნორვეგიიდან შემოდის. მწვადები და ქაბაბი სტუმრების თვალწინ, სპეციალურ მაყალზე იწვება. ასევე, სტუმრების დასანახად ცხვება უგემრიელესი ხაჭაპურიც. რესტორანის მშენებლობის დროს გამწოვი სისტემაც იქნა დამონტაჟებული და დარბაზში სიგარეტისა და საჭმელის სუნი არ დგება.

რესტორან "კოლხეთი ოქროყანაში" საკვებისა და მომსახურების მაღალი ხარისხის მიუხედავად, ფასები მისაღებია.

ზაფხულის ცხელ სეზონზე რესტორანს ერთდროულად 500 სტუმრის მიღება შეუძლია,  ზამთარში კი 100 ადამიანის. მათთვის არც შეკვეთილი კერძები იგვიანებს და არც მიმტანები არიან უყურადღებოდ.

გემრიელი კერძებისა და ხარისხიანი სასმელების დაგემოვნების პარალელურად, რესტორან "კოლხეთი ოქროყანაში" მისული სტუმრებისთვის ყოველ საღამოს ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი "გაშალე" ასრულებს ქალაქურ სიმღერებს. რესტორანში რიგითი მოქალაქეების გარდა, ხშირად საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები და უცხოელებიც იკრიბებიან. მუსიკისა და ქალაქური სიმღერების მოსმენა რესტორანში საღამოს 19.30 საათიდანაა შესაძლებელი.

რესტორანში მაგიდებისა და შეკვეთის წინასწარი ჯავშანის სერვისიც მუშაობს.

რესტორანს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარი გვერდიც აქვს. მეათასე "დამლაიქებელმა" საჩუქრად სპეციალური კუპონი მოიგო და რესტორანში დაუვიწყარი საღამო გაატარა.

რესტორნიდან გადაშლილი თბილისის ხედები საღამოს უფრო ლამაზი ხდება, როცა ქალაქი ნათდება და მოციმციმე ანძაც განსაკუთრებულ პანორამას ქმნის.

ბევრი სტუმარი სწორედ ლამაზი ხედებისა და გემრიელი კერძების დასაგემოვნებლად ადის იქ. თან მანძილი თბილისის ცენტრიდან რესტორნამდე დიდი არ არის.

რესტორანი "კოლხეთი ოქროყანა" რესტორნების ქსელის ერთ-ერთი სეგმენტია. "კოლხეთის" ორი რესტორანი თბილისში მდებარეობს, რომელსაც ასევე არ აკლია მადლიერი სტუმარი.

რესტორან "კოლხეთი ოქროყანაში" მისულ სტუმარს ტრადიციული ქართული სტუმარმასპინძლობა და ევროპული სერვისი ელის. რესტორანი ყოველდღე მუშაობს.

ტელეფონები: 215-58-58; 595-44-80-80

დამატებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე www.kolkheti.com ასევე მოინახულეთ Facebook-ის გვერდი

R

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო