თორნიკე მოლაშვილი: "კოდუა არასოდეს იქნება კაცი"

თორნიკე მოლაშვილი: "კოდუა არასოდეს იქნება კაცი"

ჯერ კიდევ 2004 წელს იხილა საზოგადოებამ კონტროლის პალატის ყოფილი უფროსის სულხან მოლაშვილის წამების შემზარავი ფოტოები. მას მთელი ზურგი სიგარეტით ჰქონდა ამომწვარი, სხეულზე უამრავი ჩაქცევა, სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა, ფეხის ვენები დასკდომამდე იყო მისული, როგორც ამბობდნენ, ის ელექტროშოკით იყო ნაწამები. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მან საქართველო დატოვა და ახლა საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობს. ამით არ დამთავრებულა მისი ოჯახის დევნა, - მოგვიანებით, სულხანის ძმა, პოლკოვნიკი თორნიკე მოლაშვილი საბრძოლო მასალის შენახვის და ნარკოტიკის შენახვა-შეძენა-მოხმარების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ 8 წელი და 6 თვე მიუსაჯა. თორნიკემ კოლონია პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა. რა ხდებოდა გლდანის ციხეში, პოლიტპატიმარი თორნიკე მოლაშვილი გვესაუბრა.

- სულხანზე შურისძიება იმის გამო გადაწყვიტეს, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარემ სააკაშვილის მინისტრობის დროს დარღვევები გამოავლინა... სულხანის დაკავებისთანავე პოლიციიდან წამოვედი. შემდეგ იყო შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. სულხანს სტრასბურგში ჰქონდა სარჩელი შეტანილი და მეუბნებოდნენ, თუ გამოიტანს, მაღალ თანამდებობაზე დაგნიშნავთო

უარი ვუთხარი. ჯერ მოთაფვლით დაიწყეს და მერე მუქარაზე გადავიდნენ.

- როგორც ვიცი, გურამ დონაძეც იყო ერთ-ერთი შუამავალი.

- ეს სულხანის დაკავებამდე იყო, მაშინ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის უფროსი ვიყავი. ღამის 1-ელ საათზე დონაძემ დამირეკა და შევხვდი მეტრო "წერეთელთან". მითხრა, შენი დაკავება უნდათ და ეს საქმე ერთად გავარკვიოთო.

დონაძემ გიორგი კარბელაშვილს დაურეკა, მაშინ იგი საკრებულოში მუშაობდა და ტელეფონი ხმამაღალზე ჩართო: მოლაშვილის დაკავებაზე რომ მითხარი, იმაზე გირეკავო. დონაძეს დონეს ეძახდნენ: "- ხო, დონე, გისმენ, - იყო პასუხი. - რომელ მოლაშვილზე იყო საუბარი? - პოლიციელი რომელიც არის, იმაზე. - მე სულხანზე ამბობდი, მეგონა, - ეუბნება დონაძე. - არა, ჯერ პოლიციელის დაკავებას ვფიქრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოლაპარაკება ძალაში რჩება. პირველ რიგში შენ და "რუსთავი 2" გაიგებთ, ხომ იცი, კამერებით უზრუნველყოფა შენ გევალება.

ისე, ჯერ ბოლომდე დაზუსტებული არ არის, შეიძლება სულხანიც იყოს, ჯერ ფიქრობენ, ეშინიათ, პოლიტიკური ელფერი არ მიეცეს ამ დაკავებას", - ეუბნება კარბელაშვილი.

ეს დიალოგი 2004 წლის იანვარში შედგა, სააკაშვილს ახალი დადებული ჰქონდა ფიცი... მერე რაც მოხდა, კი იცით...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია