"ვითიბი ბანკი" მომხმარებელს ახალ საკრედიტო ბარათს სთავაზობს

"ვითიბი ბანკი" მომხმარებელს ახალ საკრედიტო ბარათს სთავაზობს

"ვითიბი ბანკი" მომხმარებელს ახალ საკრედიტო ბარათს სთავაზობს. როგორც ბანკში განმარტეს, "ვითიბი ბანკის" Credit Card-ის მთავარ უპირატესობას ბაზარზე წარმოდგენილ სხვა საკრედიტო ბარათებთან შედარებით, დაბალი საპროცენტო განაკვეთი და გადახდის მოქნილი პირობები წარმოადგენს.

Credit Card-ით სარგებლობა 23-დან 65 წლამდე ასაკის პირებს შეუძლიათ. მსესხებლის მინიმალური ხელფასი 300 ლარს უნდა შეადგენდეს, რომელიც მას ნებისმიერ ბანკში ერიცხება. ბარათის საპროცენტო განაკვეთია 30%, ხოლო საშეღავათო პერიოდის ხანგრძლივობა - 55 დღე.

"ამ ტიპის ბარათებში 30%-იანი განაკვეთი ბაზარზე დღეს საუკეთესო შეთავაზებაა. მნიშვნელოვანია, რომ Credit Card-ის დავალიანების ოდენობის გაგება და დაფარვა შესაძლებელია ნებისმიერ დღეს. საკრედიტო ბარათის აღება შესაძლებელია "ვითიბი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში. ამისთვის საკმარისია განაცხადის შევსება", - განაცხადა "ვითიბი ბანკის" საცალო ბიზნესის დირექტორმა, ვალერიან გაბუნიამ.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა