"მაგთიკომი" "ბანის" აბონენტებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს

"მაგთიკომი" "ბანის" აბონენტებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს

"მაგთიკომი" "ბანის" აბონენტებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. ის, ვინც 1-ელ აპრილამდე ჩაერთვება "ბანის" ქსელში 1 ლარად, მთელი წლის განმავლობაში ანგარიშზე "მაგთიკომის" ნებისმიერ აბონენტთან სასაუბრო 12000 წამს მიიღებს.

აქციაში ჩასართავად მობრძანდით "მაგთიკომის" ნებისმიერ ოფისში, 1 ლარად ჩაერთვებით "ბანის" ქსელში და მიიღებთ სიმ-ბარათს ანგარიშზე დარიცხული ერთი ლარით და პირველი 1000 წამით.

თუ ქსელში ჩართვას დილერთან ამჯობინებთ, გადაიხდით 50 თეთრს და პირველი თვის საჩუქარს 1000 წამს მიიღებთ ანგარიშზე მინიმალური თანხის გააქტიურებისთანავე.

თუ უკვე ხართ "ბანის" აბონენტი, მობრძანდით "მაგთიკომის" ნებისმიერ ოფისში, მიუთითეთ ნომერი და 1 ლარის გადახდის შემთხვევაში ანგარიშზე დაგერიცხებათ პირველი 1000 წამი "მაგთის", "ბალის", "ბანის" და "მაგთი ფიქსის" ნებისმიერ აბონენტთან სასაუბროდ. 1000 წამს ანგარიშზე საჩუქრად მიიღებთ ყოველთვე, მთელი წლის განმავლობაში, თუ ბოლო 30 დღის მანძილზე ანგარიშიდან დახარჯავთ მინიმალურ თანხას, თუნდაც 1 თეთრს.

დარიცხული წამების გამოყენება შესაძლებელია დარიცხვიდან 30 დღის განმავლობაში. გამოუყენებელი წამები ვადის გასვლის შემდეგ გაუქმდება. წამების გამოყენებას შეძლებთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ნომერი იქნება ორმხრივად ჩართული.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა