"მაგთიკომი" საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე უპირობო ლიდერად და ყველაზე დიდ მოთამაშედ დასახელდა. კომპანიამ სამთავრობო სტრუქტურებისთვის გამოცხადებულ ფიჭურ სატელეფონო ტენდერში გაიმარჯვა.
"ჩვენ გავიმარჯვეთ სრულიად გამჭვირვალე, სამართლიან ელექტრონულ ტენდერში, დავდეთ მინიმალური ფასი და ვამბობთ, რომ უზრუნველვყოფთ ხარისხს. სწორედ ეს იყო ის, რაც ვერ შეძლო კონკურენტმა კომპანიამ. "მაგთიკომმა" ჯანსაღი კონკურენციის პირობებში არაერთგზის აჩვენა, რომ ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზებითაც კი უზრუნველყოფს საუკეთესო ხარისხსა და მომსახურებას", - აცხადებენ "მაგთიკომში".
2013 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით "მაგთიკომში" პორტირებული აბონენტების რაოდენობამ 95 112 შეადგინა. ეს რიცხვი ორჯერ აღემატება "მაგთიკომიდან" პორტირების შედეგად წასულ აბონენტთა რიცხვს. ამ დროისთვის მაგთიკომს 2.7 მლნ-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, რომელიც ირჩევს "მაგთიკომის" ხარისხს, როგორც სანდო, საიმედო და შეუფერხებელი კავშირის გარანტიას. კმაყოფილი მომხმარებლების რიცხვი დღითიდღე იზრდება.
აღსანიშნავია, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო შედეგი და თებერვლის ბოლომდე პორტირების მონაცემები "მაგთიკომის" სასარგებლოდ კიდევ უფრო გაიზრდება, რაც საგრძნობლად აისახება კომპანიის საბაზრო წილის ზრდაზეც.
ამჟამად "მაგთიკომი" ერთადერთი კომპანიაა ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია, სრულიად საქართველოს მასშტაბით ოთხმაგი შეთავაზებითsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! უზრუნველყოს მომხმარებელი: "მაგთიკომი", დიდი ხანია, გასცდა მობილური კავშირგაბმულობის საზღვრებს და მომხმარებელს ერთდროულად სთავაზობს მობილურ და ფიქსირებულ მომსახურებას, ინტერნეტსა და თანამგზავრულ სატელევიზიო მაუწყებლობას.
"მაგთიკომმა" ერთიან ელექტრონულ სისტემაში სახელმწიფო ორგანოს ფორმით რეგისტრირებულ ორგანიზაციებს, სამინისტროებსა და მათ სისტემაში შემავალ უწყებებს შეღავათიანი ტარიფებით კომუნიკაციის საშუალება მისცა, რაც ხარჯის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დანაზოგი იქნება სახელმწიფოსთვის, სამთავრობო სტრუქტურები კი ერთმანეთს შორის კომუნიკაციას სრულიად უფასოდ შეძლებენ.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9