შალვა რამიშვილი - "სადღაც ამოხეთქავს ეგ ფარული ჩანაწერები"

შალვა რამიშვილი - "სადღაც ამოხეთქავს ეგ ფარული ჩანაწერები"

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი ფარული ჩანაწერების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "ფეისბუქით" ეხმაურება.

"სადღაც ამოხეთქავს ეგ ფარული ჩანაწერები... მით უმეტეს რომ უკვე ბევრმა იცის, თუ რა არის იქ ასახული", - წერს რამიშვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროში მისი მთელი წლის საუბრის აუდიოჩანაწერები და ცნობილი პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა აღმოაჩინა, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "პოზიცია"-ში განაცხადა.

მისივე თქმით, ვიდეოფირები არა მხოლოდ პოლიტიკური პირების, არამედ სხვა, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების პირად ცხოვრებასაც ასახავს. "ეს არის დალუქული არქივი და მოხდება მისი სრულად განადგურება. საზოგადოებაც ამ არქივის განადგურების შესახებ ინფორმაციას მიიღებს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები