გაზეთი "ყველა სიახლე" - 30 იანვარი

გაზეთი "ყველა სიახლე" - 30 იანვარი

ოთხშაბათს, 30 იანვარს, გამოვიდა გაზეთ "ყველა სიახლის" ახალი ნომერი (N6, 6 - 12 თებერვალი 2013 წ.), რომელშიც წაიკითხავთ:

ივანიშვილის კონტრდარტყმა

ალასანიას დილემა

სოსო ცისკარიშვილი: "პრეზიდენტს თუ გაქცევის საშუალება მიეცა, აუცილებლად გაიქცევა"

"საქართველოს სააკაშვილის სიტყვების აღარ სჯერა და არც მისაღებია მოსახლეობის უმრავლესობისთვის კონსტიტუციიდან ამოვარდნილი პირისგან ნოტაციების მოსმენა".

გიორგი ვაშაძე: "საკონტიტუციო ცვლილებების გასატანად 9-10 ხმა აკლდებათ და უმცირესობაზე ზემოქმედება ძლიერდება"

"გიგი უგულავაზე თავდასხმების კასკადია, რადგან საქართველოში საქმე მარტო თბილისის მერიაში კეთდება"

ნათია დოლიძის კვირის ჩაროზ(გ)ი

ლევან კალაძის მკვლელობის საქმის გამომძიებელი ბათო (ბათალბი) საღინაძე: "კალაძისა და სხვათა გატაცების თავკაცი საზღვარგარეთ "მოღვაწეობს", დიდი მასშტაბის კრიმინალია"

"ჩემი ინფორმაციით, სამართალდამცველთა მიერ ნაპოვნი ორი გვამიდან არც ერთი არ იყო ლევანის. ძვლები, რომლებიც ოჯახს შეაჩეჩეს, ლევან კალაძის არ იყო. ამით ვანო მერაბიშვილმა და მისმა ბრბომ უდიდესი შეურაცხყოფა და ტკივილი მიაყენეს კალაძეების ოჯახს, მეც და მთელ ქვეყანას".

ელიზბარ ჯავალიძე: "ნაციონალებს ორი გზა აქვთ: ან უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ან ციხეში მოუწევთ ჩაჯდომა"

"მე და სააკაშვილის ბებია მზია ალალი ბიძაშვილ-მამიდაშვილები ვართ და ვიცი, რომ ბებია და შვილიშვილი საზღვარგარეთ ერთად იჭიმავენ სახის კანს".

ინტერვიუ ექსპერტ ალექსანდრე თვალჭრელიძესთან: "ქვეყანაში საწვავის ფასს კვლავ მონოპოლიები განსაზღვრავენ"

ვახო სანაია: "ნურავის ექნება იმედი, რომ წყლიდან მშრალი ამოვა"

"ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ გიორგი სანაიას პოლიტიკური მკვლელობა ერთხელ და სამუდამოდ გამოიძიონ და სათანადოდ დაისაჯონ როგორც დამკვეთები, ისე - შემსრულებლები".

რა თანხა გაიღო რაჭის სარეკლამო კლიპისთვის კულტურის სამინისტრომ?

"საკმაოდ ნაკითხი და ჭკვიანი თაობა მოდის"

ინტერვიუ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორ

გიორგი კეკელიძესთან

ზაზა მისი "მეგობრებივით" ლაჩარი არ არის, რომლებმაც უღალატეს, გაუშვეს და თან "ჩაუშვეს"

მძიმე საუბარი ქართველი მზვერავის დედასთან

ბეჟუაშვილებმა საკუთარი ტელეკომპანია "მზის" ქონება, ასევე საკუთარ კომპანიას დააყადაღებინეს?

"შემოდიოდნენ ბაჩო ახალაიას ჯალათები და მაყურებინებდნენ ჩემი 7 მეგობრის წამებას"

ინტერვიუ ყოფილ პოლიტპატიმართან, მოძრაობა "არას" დამფუძნებელ კაკი დარასელიასთან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის "თანამშრომლები" და მათი ხელფასები

ვინ და რატომ წაშალა "ცხელი ძაღლის" 12 სერია

ზაზა ურუშაძე: "რას წარმოვიდგენდი, 75-საათიან ფირს თუ წაშლიდნენ!"

"ფილმი დეტექტიური ჟანრისაა. მას ფონად გასდევდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის არაოფიციალური ვერსია და სწორედ ამის გამო დაბლოკეს".

ნინო ჩხეიძემ "ახალი ხმა" დატოვა

"პატარა პიკასო"

ინტერვიუ 11 წლის ბრიტანელ ვუნდერკინდთან

მსოფლიოს უმდიდრესი მონარქები

მგლების ბელადი

ასტროლოგი რამაზ გიგაური: 2013 წლის ასტროლოგიური პროგნოზი

აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით

როგორ ვებრძოლოთ ელექტრონული ტექნიკის მავნე ჩვევებს (ინფოგრაფიკა)

ჰეპატიტი - მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები (ინფოგრაფიკა)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები