კომპანია "ბარამბო" ძალებს ახალ ბაზარზე ცდის. კომპანიამ პრემიუმ-ხაზის მაღალი ხარისხის ხელნაკეთი შოკოლადის, El Dorado-ს კაფე-მაღაზია გახსნა.
"კაფე-მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება ბელგიური სტანდარტით და ტექნოლოგიით დამზადებული ქართული შოკოლადის მრავალფეროვანი არჩევანი. თანამედროვე, დახვეწილი ინტერიერი, კვალიფიციური, თავაზიანი პერსონალი და მომსახურების მაღალი დონე მომხმარებელს სრულ კომფორტს შეუქმნის", - აცხადებენ კომპანიაში.
მენეჯმენტში მიაჩნიათ, რომ კაფე-მაღაზია El Dorado საუკეთესო ადგილი იქნება საქმიანი და არა მხოლოდ საქმიანი შეხვედრებისთვის.
ღონისძიებას ტექნოლოგი, ალფონს დომენი დაესწრო, რომელსაც 40-წლიანი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. ის სტუმრებისთვის შოკოლადის სხვადასხვა სახეობას დაამზადებს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9