ქსენია სობჩაკი ქმარმა ქორწილიდან მეორე დღეს მიატოვა

ქსენია სობჩაკი  ქმარმა ქორწილიდან მეორე დღეს მიატოვა

საიდუმლო ქორწილის შემდეგ ყველა ელოდა, რომ რუსი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი და მისი მეუღლე მაქსიმ ვიტორგანი პარიზში ან კარიბის კუნძულებზე გაემგზავრებოდნენ. თუმცა "ანტიგლამურული" ქორწილი არანაკლებ უჩვეულო თაფლობის თვით გაგრძელდა - წყვილი მოსკოვში დარჩა. ქორწინების მეორე დღეს კი ქსენია "გოგოლის ცენტრის" გახსნის ცერემონიაზე მეუღლის გარეშე გამოცხადდა. ყველა ელოდა, რომ მაქსიმ ვიტორგანი მეუღლეს მოგვიანებით შემოუერთდებოდა, თუმცა მსახიობი არ მოვიდა.

მიუხედავად ამისა, სობჩაკი ახლადშეძენილი სტატუსის დემონსტრირებას ყველანაირად ცდილობდა - ბედნიერი ღიმილი სახეზე, საქორწინო ბეჭედი, საგანგებოდ შერჩეული ვარცხნილობა და ყვავილებიანი მოკლე კაბა. თვითმხილველებს მხედველობიდან არ გამორჩათ, რომ იგივე კაბა ქსენიას ხშირად ეცვა სხვადასხვა ღონისძიებაზე, როდესაც გვერდს ყოფილ საყვარლებს - ჯერ სერგეი კაპკოვსა და შემდეგ, ილია იაშინს უმშვენებდა. საზოგადოებაში ხუმრობენ კიდეც, რომ სობჩაკი მამაკაცებს იმაზე ხშირად იცვლის, ვიდრე ერთი კაბა მოდიდან გადადის.

სპექტაკლის შემდეგ ტელეწამყვანმა მეგობრებისგან მილოცვები მიიღო, თუმცა მისი მეუღლის ადგილსამყოფელისა და ქორწილის დეტალების შესახებ შეკითხვებს არ უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ მავანი სობჩაკის დაქორწინებას ეჭვქვეშ აყენებს, მათ შორის მისი ღვიძლი ბიძა ალექსანდრე სობჩაკი, რომელიც ძმისშვილს ქორწილში არ მიუწვევია. ქსენიას მასთან ცუდი ურთიერთობა აქვს. წლების წინ, როდესაც სობჩაკი სკანდალური პროექტის "Дом 2"-ს წამყვანი იყო, ბიძამ ერთ-ერთ გაზეთს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ძმისშვილი მკაცრად გააკრიტიკა და ურჩია, ფული სხვა, უფრო მისაღები გზით ეშოვა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები