ნავთლუღში ხანძრის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ნავთლუღში ხანძრის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ნავთლუღის ბაზართან, ნეველის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი სამკერვალო ფაბრიკას გაუჩნდა და მეოთხე სართული მთლიანად დაიწვა.

როგორც ადგილზე მყოფმა მეხანძრეებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, სულ დამწვარია 400-500 კვ.მეტრი ფართობი. მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, ხოლო მათგან ერთ-ერთი გადაყვანილია ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში.

ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია და ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს. ფაბრიკაში სამხედრო ფორმები იკერებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია